21 იანვარი, 2016
გათხოვილი ქალის ტოპ 4 სადარდებელი
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა ქალი ქმრისა და შვილების ჯანმრთელობაზე ფიქრობს, შემდეგ ფინანსური საკითხები მოდის. ამას გარდა არსებობს 4 სადარდებელი, რომელიც ყველა ცოლს აერთიანებს.

1. მე დაჩემი ქმარი მეგობრებივით ვცხოვრობთ

სექსის გარეშე ცოლ-ქმრობა მართლაც მეგობრობას ემსგავსება. ქალი ძალიან განიცდის, როცა მეუღლეს მის მიმართ ვნება უქრება და თავადაც ლიბიდო უქვეითდება. როგორც კი წყვილს სექსი შემოაკლდება, ქმარი სხვა ქალთან გარბის, ცოლი კი დეპრესიაში ვარდება. დასხედით და ამ პრობლემაზე დაილაპარაკეთ, თუ დამოუკიდებლად ვერ გაართმევთ თავს, მიაკითხეთ სექსოლოგს.

2. ნერვებს
მიშლის ჩემი ქმრის ჩვევები

თავიდან ქალები კაცის მავნე ჩვევებზე თვალს ხუჭავენ, მაგრამ თანაცხოვრებისას ყველა წვრილმანი ჩხუბის მიზეზი ხდება. სიყვარულის მიძინებასთან ერთად კაცის მინუსები მრავლდება და აუტანელი ხდება. ჩვენ გვაღიზიანებს სხვადასხვა ოთახში დაყრილი წინდები, ბინძური ფეხსაცმელებით დასვრილი ხალიჩა, მუდმივად დაკარფგული მანქანის გასაღები, სააბაზანო, რომელსაც ბანაობის შემდეგ არ აწესრიგებთ და ა.შ.

3. ქმარი სახლის საქმეებში არასდროს მეხმარება

მართლაც, საქართველოში იშვიათად ნახავთ კაცს, რომელიც სახლის დალაგებაში დაგემარებათ. თუ ვერ ასწრებთ და ძალიან იღლებით, ეშმაკობას მოუხმეთ, თავი მოიავადმყოფეთ და აიძულეთ საქმე გააკეთოს. როცა საკუთარ თავზე გამოცდის დიასახლისობის სირთულეს, დაელაპარაკეთ და აუხსენით, რომ ასეთ რეჟიმში ცოხვრება არც თქვენ შეგიძლიათ.

4. ჩემთან ურთიერთობას სოციალური ქსეული ურჩევნია

სოციალური ქსელი ინფორმაციის წყაროა. ადამიანს ის მუშაობასა და დასვენებაში ეხმარება. დღეს რესტორნებსა და კლუბებში წასული ხალხიც კი ონლაინში რჩება. რა თქმა უნდა, ეს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში პრობლემას ქმნის. დააცადეთ მეუღლეს განიტვირთოს ან საქმე მოაგვაროს, მიეცით პირადი სივრცე, შემდეგ კი სთხოვეთ, ყურადღება მოგაქციოთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ჯონი
1. კაცის ლიბიდოს დაქვეითება სწორედ რომ ქალის ბრალია. ან არ იქცევა ისე, რომ მიმზიდველი და სასურველი იყოს ან არ უვლის თავს შესაბამისად. კაცებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს. სექსოლოგი არაფერ შუაშია. 2. მავნე ჩვევები არც ქალებს აკლიათ. თუ გიყვარს და უყვარხარ, სთხოვ და გამოასწორებს. თუ სიყვარული არ არის, მიზეზებს მავნე ჩვევებში ნუ ეძებთ. 3. ძალიან ხშირად, თითქმის ყოველთვის ქალს დამხმარე ყავს სახლში. ტყუილა ნუ წუწუნებთ. 4. სოციალურ ქსელებში ქალი უფრო აქტიურია.
00:49 / 22-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS