21 იანვარი, 2016
8 ფაქტი სექსზე, რომელიც ქალიშვილს აუცილებლად უნდა უამბოთ
დედობა ძალიან რთულია. მჯერა, რომ დედა-შვილს შორის ძლიერი უხილავი ძაფებია გაბმული, სწორედ ამიტომ დედას ყოველთვის შეუძლია იგრძნოს, როგორ არის მისი შვილი, ბედნიერია? ავად ხომ არ გამხდარა? ალბათ დამეთანხმებით, რომ ინტიმი ის სფეროა, რომელზეც დედა-შვილი ყველაზე ნაკლებად ლაპარაკობს. მიუხედავად ამისა ყველა კარგმა დედამ ქალიშვილს სექსზე სტატიაში მოცემული რვა ფაქტი აუცილებლად უნდა უთხრას:

1. სექსის არ უნდა გეშინოდეს

სექსი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, კაცობრიობის გამრავლების საშუალება და საუკეთესო ანტიდეპრესანტია. თითქმის შეუძლებელია, გიყვარდეს კაცი და მის მიმმართ ვნებას არ გრძნობდე, რადგან
სექის სიყვარულის ნაწილია. თუმცა პირველი სექსისადმი შიში სრულიად ბუნებრივია. მას თან ახლავს ტკივილი.

2. არ დაუჯერო კაცებს

შენ გამოუცდელი ხარ, მამაკაცებმა კი უკვე დიდი გამოცდილება დააგროვეს. შენს ხელში ჩასაგდებად კაცები სექსის შესახებ ბევრ ტყუილს გეტყვიან. ნუ ენდობი მათ. მაგალითად, უსიყვარულო სექსი სულაც არ არის დაუვიწყარი და მაგიური. მითუმეტეს პირველ ჯერზე.

3. ეცადე, სექსზე მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვო

თვითშემეცნება ნებისმიერ საკითხში სასარგებლოა, მათ შორის სექსში. წაიკითხე შესაბამისი ლიტერატურა და მეცნიერული ნაშრომები, სადაც მოცემულია სექსის ყველა პლუსი და მინუსი. საყურადღებოა გართულებები და ის უარყოფთი შედეგები, რომელიც ველურ სექსს შეიძლება მოჰყვეს. სქესობრივი აქტი ხანდახან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ტრამვითაც შეიძლება დასრულდეს.

4. აუცილებლად ელაპარაკე პარტნიორს სექსზე

თუ არ იცი, როგორ უნდა ასიამოვნო კაცს, ან დარწმუნებული არ ხარ, რომ სქესობრივი აქტისას მისთვის სასურველ პოზიციებს ირჩევ, გაესაუბრე მას. გულახდილობა კარგი სექსის ერთ-ერთი კომპონენტია. თუ თავადაც არ მოგწონს რაიმე, პარტნიორს აუცილებლად აუხსენი. სექსში ორივე მხარე უნდა იღებდეს სიამოვნებას.

5. შენი არჩევანია, როდის დაკარგავ ქალიშვილობას

შეგიძლია, ქორწინებამდე დაიდაცო, ან შეყვარეულობის პერიოდში დანებდე საყვარელ მამაკაცს. ეს შენი პირადი არჩევანია, რომლის გაკრიტიკებაც არავის შეუძლია. შენს პატიოსნებას აპკი არ განსაზღვრავს.

6. თუ ეჭვი გეპარება უარი თქვი

მაშინაც კი თუ კაცის წინაშე გახდილი წევხარ და წუთი წუთზე მის მკლავებში აღმოჩნდები, შენ კი ეჭვი გღრღნის, რომ ჯერ მზად არ ხარ, სასწრაფოდ წამოდექი, ტანზე ჩაიცვი და წამოდი. როცა სექსისთვის მზად ხარ, ეჭვი არაფერში გეპარება. საჭირო არ არის იჩქარო.

7. თუ შეცდი, აპატიე საკუთარ თავს

ხანდახან აღმოჩნდება, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთეთ. თუ მამაკაცი, რომელთანაც იწექი, ცუდი ადამიანი აღმოჩნდება, თავის მოკვლაზე ფიქრს ნუ დაიწყებ და ნურც დეპრესიაში ჩავარდები. შეცდომის დაშვება ნორმალურია. აპატიე, შენს თავს და უფრო ფრთხილი გახდი.

8. ნურავის მისცემ შენით თამაშის უფლებას

არსებობენ კაცები, რომლებიც ქალებს სათამაშოებივით ექცევიან. თუ სექსის შემდეგ დღეები იკარგება, არ გწერს და არ გხვდება, მიატოვე პარტნიორი, მაშინაც კი თუ ძალიან გიყვარს. შენ გასაბერი ქალი არ ხარ, რომლეთანაც მხოლოდ სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად მიდიან.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS