20 იანვარი, 2016
ენერგიის აღმდგენი სავარჯიშოები იოგის მოყვარულთათვის
1. მოემზადეთ პროცედურისთვის - თვალები თბილი წყლით ჩამოიბანეთ, მოძებნეთ მშვიდი და ჩუმი ადგილი, სადაც განმარტოებას შეძლებთ.

2. დაჯექით სანთლის წინ ისე, რომ თვალიდან ერთი მეტრის მოშორებით იყოს. სანთელი დაწვით.

3. გონება დაიმშვიდეთ, თვალები დახუჭეთ.და შვიდჯერ გაიმეორეთ მანტრა - "ომ".

4. გაახილეთ თვალები და კონცენტრირება მოახდინეთ ცეცხლმოკიდებული ფითილის წვერზე. ეცადეთ, თვალი არ დაახამხამოთ, თუმცა არც ზედმეტად დაძაბოთ.

5. სანთელს მანამ უმზირეთ, ვიდრე თვალებში ცრემლები არ ჩაგიდგებათ. (3წუთს).

6. დახუჭეთ თვალები და ცეცხლის ალის პროექციაზე იფიქრეთ, მის შემდგომ
სახეცვლილებაზე. წარმოიდგინეთ, რომ ცეცხლის ალი თქვენს წარბებს შორისაა.

7. დაუკვირდით შინაგან ალს, ვიდრე არ მოგბეზრდებათ.

8. შემდეგ თვალი კვლავ გაახილეთ და გააგრძელეთ ანთებულ ფითილზე მზერა, მიაჩერდით ვიდრე თვალები არ აგიცრემლდებათ.

9. დახუჭეთ თვალები და თქვენს წარბებ შორის წარმოქმნილი სახეცვლილი ცეცხლის შემდგომ ცვლილებას დააკვირდით.

10. განაახლეთ თქვენი ფიქრები, ეცადეთ, სიჩუმე შეინარჩუნოთ. ყურადღება გაამახვილეთ ასევე როგორ იცვლის ალი ფერს.

11. მცდელობა იმდენჯერ გაიმეორეთ რამდენსაც შეძლებთ.

12. სავარჯიშოს ბოლოს გაიმეორეთ მანტრა "ომ!" 7-ჯერ და სანთელი ჩააქრეთ. გარკვეული დროის მანძილზე სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

13. თქვენთვის კომფორტული ციკლი ამოირჩიეთ და ყოველ პრაქტიკაზე დრო გაზარდეთ 3-ჯერ.

დადებითი ეფექტი:

- სუსტი გონება მზის ენერგიის ნაკლებობას აჩვენებს. მზე ცეცხლს გვაძლევს, რაც ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანოა. აზროვნება ფუჭდება, თუ ორგანიზმში ცეცხლის ნაკლებობაა, რომელიც სანთელზე მედიტაციის წყალობით შეიძლება აღიდგინოთ.

- ამ სავარჯიშოს დროს თავის ტვინის ღრმა რელაქსაცია ხდება, რაც ორგანიზმის ნებისმიერ ფუნქციაზე დადებითად აისახება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS