20 იანვარი, 2016
ჭკვიანი ადამიანების 10 თვისება - "ყოველთვის აქვთ ფარული უნარები, რასაც არავის უმხელენ, ვიდრე თავად არ დასჭირდებათ"
თავს ყველაზე ჭკვიანად მიიჩნევთ? თუ გულწრფელად ვისაუბრებთ, ვის არ სურს ყველაზე ჭკვიანი იყოს. სწორედ ამიტომ, გამოვავლენთ როგორია ყველაზე ჭკვიანი ადამიანი.

გთავაზობთ ჭკვიანი ადამიანების 10 ნიშანს:

1. ისინი არ საუბრობენს იმდენად ბევრს, რამდენსაც აკეთებენ. იმ მარტივი მიზეზით, რომ მხოლოდ სხვების მოსმენით ხდებიან უფრო ჭკვიანები.

2. გარდა საკუთარი სპეციალობისა, მათ უამრავი სხვა რამ იციან. ისინი მუდმივად ინტერესდებიან იმით, რითიც სხვები არიან დაკავებულები.

3. მოხერხებულად ჟონგლირებენ სამსახურით, სახლით, პირადი ინტერესებით. ამსათან ამ ბალანსის დაცვით არასდროს იღლებიან. როცა ჟონგლირებენ,
ნებისმიერ სიტუაციას 100%-ით უმკლავდებიან.

4. აქტუალური ინფორმაციის კურსში ყოველთვის არიან. ყოველთვის თუ არა, ხშირად ათვალიერებენ სოციალური ქსელის პოპულარულ საიტებს, რათა აქტუალური ინფორმაციის მიღმა არ დარჩნენ.

5. მაშინაც კი, თუ ცხოვრება არც ისე კარგად მისდით - იღიმიან. ჭკვიანი ადამიანი არასდროსაა რაიმეთი აღშფოთებული, რადგან მოაზროვნე გონება, მოვლენების სწრაფად განვითარების საშუალებას აძლევს.

6. კარგად იცის, რომ ჩვეულებრივ, ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ ამის დასამტკიცებლად დროს არ ხარჯავს. ნაცვლად ამისა, თუკი ამჩნევენ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ - ისინი ყველაფერს იღონებენ საიმისოდ, რომ ამავე ოთახში, სხვა ადამიანიც ისეთივე ჭკვიანად აქციონ, როგორებიც თვითონ არიან.

7. თუ ხელმძღვანელები არიან, ყველა შესაძლებლობას იყენებენ საიმისოდ, რომ ადამიანები რომლებიც მათთან მუშაობენ, უფრო ჭკვიანები და კომუნიკაბელურები გახადონ.

8. ყოველთვის აქვთ ფარული უნარები, რასაც არავის უმხელენ, ვიდრე თავად არ დასჭირდებათ. მათ არ სჭირდებათ ყველა თავისი შესაძლებლობების მტკიცება საიმისოდ, რომ სხვებზე უკეთესები არიან.

9. შესაძლოა, ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ძვირადღირებული განათლება. როცა თქვენს გვერდითაა ვერასდროს გაიგებთ, როგორი განათლება აქვთ, ვიდრე მათ რეზიუმეს არ ნახავთ.

10. ისინი არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ გამოგიყვანთ სულელად, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება არ გაუჭირდებათ. მწარე გამოცდილებით იციან, რომ სხვისი გასულელებით, სულელები თავად გამოდიან.

Rating
ახლა უკეთ იცით ჭკვიანი ადამიანის თვისებები. თუ გსურთ ერთ - ერთი მათგანი თქვენც იყოთ, მიიღეთ სტივ ჯობსის შემდეგი ნააზრევი: "ყველაფერი რასაც ირგვლივ ვხედავთ, ჩვენზე მეტად ჭკვიან ადამიანებს არ შეუქმნიათ. ჩვენ მოვლენების შეცვლა შეგვიძლია, შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ და შევქმნათ ახალი."

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS