ისეთი ნარკოტიკის სახეობები, როგორებიცაა მარიხუანა და ჰეროინი, ააქტიურებენ ნეირონებს, რადგან მათი ქიმიური სტრუქტურა ბუნებრივი მედიატორების იმიტაციას აკეთებს.
მსგავს ნარკოტიკულ საშუალებებს რეცეპტორების "მოტყუება" შეუძლია, უერთდება მათ და ააქტიურებს ნერვულ უჯრედებს. მაგრამ მთავარი პრობლემა
ამფეტამინის მსგავსი ნივთიერება, ნერვულ უჯრედებს აიძულებს გამოყონ ზედმეტად დიდი რაოდენობით ნეირომედიატორები. შედეგად ტვინი გადაჭარბებულ სიგნალებს იღებს, რომლებიც ქაოსურად იფანტება საკომუნიკაციო არხებში.
ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერება, პირველ რიგში კმაყოფილების სისტემაზე ზემოქმედებს, რომელიც ორგანიზმის ლიმბური სისტემის ნაწილია. ეს სისტემა როგორც წესი შეგრძნებების მიღებაზე რეაგირებს. ნარკოტიკი თავისი ზემოქმედების უნარით, მთლიანად იკავებს ამ სისტემას, ამასთან ათავისუფლებს საკმაოდ დიდი რაოდენობით დოფამინს.
სწორედ ეს - დიდი რაოდენობით დოფამინი, ნარკომანს ეიფორიის შეგრძნებას უტოვებს.
ქალის ნარკოდამოკიდებულების ყველაზე საშინელი უკუჩვენება, ფეხმძიმობაზე უარყოფითი გავლენაა.
მარიხუანის ხშირი მოხმარება, ქალებს ხშირად ურღვევს მენსტრუალურ ციკლს, ზოგიერთ შემთხვევაში საბოლოოდ წყვეტს კიდეც, იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს. ფეხმძიმე ქალების შემთხვევაში კი აზიანებს ნაყოფს. თანამედროვე სამყაროში ნარკომანიით უამრავი ადამიანი იტანჯება და მისი განკურნების თემა დღესდღეობით ძალიან აქტუალურია.
თუ მასთან ბრძოლას გადაწყვეტთ, გვიანი არასდროსაა. არსებობს ნარკომანიისგან თავისდაღწევის უამრავი ხერხი. შეგიძლიათ, გაიაროთ რეაბილიტაცია და სამუდამოდ განთავისუფლდეთ ნარკოდამოკიდებულებისგან. იცხოვროთ სრულფასოვანი, ნათელი ცხოვრებით - როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად.
პენი ლეინი