19 იანვარი, 2016
რას გასწავლით ცალმხრივი სიყვარული?
ცხოვრების ყველა ეტაპზე რაღაც ახალს ვსწავლობთ. ცალმხრივი სიყვარულიც ერთ-ერთი, ცოტათი მტკივნეული, გაკვეთილია. თუ მას წარმატებით აითვისებთ, თავდაჯერებულ პიროვნებად ჩამოყალიბდებით და ბენდიერებას მიაგნებთ.

1. სიყვარული უნდა გაბედნიერებდეს

ჩვენს საიტზე ერთხელ უკვე განვიხილეთ სიყვარულის ფორმულა, ეს არის ჭარბად გამოყოფილი ბენდიერების ჰორმონები. ცალმხრივი სიყვარულის დროს ორგანიზმი სტრესის ჰორმონს უფრო ხშირად გამოიმუშავებს. შესაბამისად, მეცნიერულ დონეზე ეს სიყვარულად არ ითვლება.

2. ტანჯვა შენი არჩევანია

ქალებს მოსწონთ, როცა ღამეებს ტირილში ათენებენ, სევდიან მუსიკას უსმენენ, საბაზანოში
ცხარე ცრემლით მოთქვამენ, დ
რამას ათამაშებენ და დაქალებს უყვებიან, რა უბედურები არიან. უცნაურია, მაგრამ ყველა ადამიანში მაზოხიზმის ნაპერწყალი ღვივის. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ცალმხრივი სიყვარული მაზოხიზმის გამოვლინებაა.

3. ხვდები, როგორი კაცები მოგწონს

საბოლოო ჯამში შეეგუები იმ ფაქტს, რომ რჩეულს არ უყვარხარ. ვინაიდან შენს დაქალებს უკვე შეყვარებულები ჰყავთ და მხოლოდ შენ დადიხარ გულგატეხილი, ახალი მამაკაცის ძიებას დაიწყებ. ბოლოს და ბოლოს მთელ ცხოვრებას მარტოობაში ხომ არ გაატარებ? ამ დროს რეალურად დაფიქრდები როგორი კაცი გჭირდება, ვინ წარმოგიდგენია შენ გვერდით? თავდაჯერებული ინტელიგენტი? ხუმარა ''ქლაბერი?" ცუდი ბიჭი?

4. არ არსებობს მარადიული გრძნობები

ცალმხრივად დიდხანს გიყვარდათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი დამთავრდა. თუ სიყვარულს ორივე მხარე არ კვებავს და არ უვლის გრძნობა სიკვდილისთვის არის განწირული.

5. სიყვარული რამდენჯერმე მოდის

რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება თან გაგყვებათ მოგონებები იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ... ცხოვრების რთულ მომენტებში შეიძლება მისმა გახსენებამ უფრო დაგასევდიანოთ ან, პირიქით, გაგაღიმოთ. თუმცა მაშინ როცა წლების შემდეგ შეხვდებით ამ კაცს/ქალს, მივდებით რომ სიყვარული დიდი ხნის წინ წავიდა.

ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა სიყვარულისთვის და ძალიან გრძელი უსიყვარულობისთვის.

ამიტომ სიყვარული იმდენჯერ გეწვევათ, რამდენჯერაც მის მისაღებად მზად იქნებით.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS