1. ფრჩხილები გაგიძლიერდებათ
თუ ლაქის წასმას მიჩვეული ხართ, პირველად თავს ისე იგრძნობთ, თითქოს შიშველი დადიხართ და თქვენი ფრჩხილების გამოჩენის შეგრცხვებათ. დრო გავა და აღმოაჩენთ, რომ ფრჩხილის ბუნებრივ ფერსაც არა უშავს. რაც მთავარია, ყველა სტილზე გადის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი
2. ფრჩხილები ყვითელ ელფერს დაკარგავს
ფრჩხილის ბუნებრივი ფერი გამჭვირვალე მოვარდისფროა. ამ ფერს ფრჩხილი სისხლ-ძარღვოვანი ბუდიდან იღებს. ლაქის წასმის შემდეგ ფრჩხილებს მოყვითალო ელფერი ეძლევა, მაგრამ როგორც კი მათ შეღებვას თავს დაანებებთ, ბუნებრივი ფერი აღდგება.
3. გაქრება თეთრი ლაქები
თუ ერთსა და იმავე ლაქს ფრჩხილებზე დიდხანს იჩერებთ, მისი მოშორების შემდეგ ზედაპირზე თეთრი ლაქები წარმოიშობა. დასავლეთ საქართველოში სჯერათ, რომ თუ ადამიანს ფრჩხილებზე თეთრი ლაქები აქვს, მის ცხოვრებაში ბედნეირი პერიოდი დადგება ან საჩუქარს მიიღებს. სინამდვილეში ჯანმრთელ ფრჩხილს ლაქები არასდროს უჩნდება, ამიტომ ცრურწმენა დიდად ნუ გაგახარებთ.
4. მცირდება ორგანიზმში მავნე ქიმიუირი ელემენტების შეჭრის რისკი
ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, რომ დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ და ეკოლოგია საერთაშორისო პრობლემაა. ქიმიური ელემენტები ჩვენს ორგანიზმში ხვდება ჰაერის, საკვებისა და წყლის გზით. ამას ემატება კოსმეტიკა, სამოსი, ჰიგიენური საშუალებები და, რა თქმა უნდა, ლაქიც. რაც უფრო იაფფასიანია ლაქი, მით დაბალია მისი ხარისხი. ის გაჯერებულია უვარგისი ქიმიური ელემენტებით, რაც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თუ ხელებზე გაყრით, გექავებათ, ფრჩხილები გექერცლებათ ან ფრჩხილების ირგვლივ კანი გიწითლდებათ, საწრაფოდ უნდა შეეშვათ ლაქის წასმას.
რადა მახარაძე