1. ბიჭი გეუბნებათ, რომ უყვარხართ... კაცი კი გრძნობებს საქმითაც ამტკიცებს.
ბიჭები ფიქრობენ, რომ ქალს ყურებით უყვარს, ამიტომ ლამაზი სიტყვებით გელაპარაკებიან, დაპირებებით თავბრუს გახვევენ, თავს სასურველ ქალად გაგრძნობინებენ. ეს ყველაფერი იქამდე სანამ რეალური მოქმედება გახდება საჭირო. ბიჭები გაურბიან პასუხისმგებლობას. ენანებათ ფულის დახარჯვა. ფიქრობენ, რომ საჩუქრების გარეშეც გავლენ ფონს, მათ ხომ გარეგნობა და წყლიანი ენა აქვთ?!
2. ბიჭი მესაკუთრეა, კაცი - დამცველი.
ბიჭი სხვა მამაკაცებთან მეგობრობას გიკრძალავთ, შეპყრობილია ეგოცენტრიზმით, ორიენტირებულია საკუთარ თავზე, ადვილად ელახება თავმოყვარეობა.
კაცმა იცის, რომ ბევრი მეგობარი მამაკაცი და თაყვანისმცემელი გეყოლებათ, მაგრამ ის ყოველთვის პირველ ადგილას იდგება, დაგიცავთ და ყველა განსაცდელს აგაშორებთ.
კაცისთვის მნიშვნელოვანია თავდაჯერებული იყოთ. სურს ქუჩაში გასულს უცნობი მამაკაცები თვალს გაყოლებდეთ, თავად კი ფიქრობდეს: ''უყურეთ, უყურეთ, ეს განძი ჩემია!"
3. ბიჭი გაგრძნობინებთ, რომ თქვენი წარმატება უნდა დამალოთ, თვენს ფონზე რომ არ დაიჩრდილოს, კაცი კი თქვენი წარმატებით ამაყობს
ბიჭების დიდი ნაწილი სიზარმაცისა და უნებისყოფობის გამო წარმატებას ვერ აღწევს. სიყვარულის მიუხედავად თავისი წარმატებული პარტნიორის მიმართ შური უჩნდებათ. ცდილობენ კარიერულ წინსვლაში ხელი შეუშალონ, არ გაუშვან შეხვედრებზე, მოუწყონ სკანდალები, შეარცხვინონ საზოგადოებაში, არ ჩააცვან ლამაზად. არსად არ ამხელენ რომ ქალს უფრო მაღალი ხელფასი აქვს.
კაცი საყვარელ ქალს წარმატების მიღწევაში ეხმარება, მზად არის მორალურად და ფინანსურად მხარი დაუჭიროს. ქალისთვის შთაგონების წყარო ხდება. აქებს მას და არწმუნებს, რომ ყველაფერი შეუძლია. საზოგადოებაში ხშირად უსვამს ხაზს, რამდენად წარმატებული მეორე ნახევარი ჰყავს.
4. ბიჭს თავის გასამართლებელი საბუთები არ ელევა, კაცი კი აღიარებს რომ დამნაშავეა.
ბიჭები თვლიან, რომ ყოველთვის მართლები არიან. მაშინაც კი თუ შეცდომას უშვებენ, თავის გასამართლებელ მიზეზს პოულობენ, ან დამნაშავე თქვენ გამოჰყავხართ.
კაცებს გაცნობიერებული აქვთ, რომ არავინაა შეუცდომელი. იციან, რომ დანაშაულის აღიარება სისუსტე არ არის.
რადა მახარაძე