- როგორ უნდა შევინახოთ
- სუფთა ჭურჭელი ვიქონიოთ, რითაც წლიდან წლამდე შევინახავთ სიწმინდეს.
- შეიძლება ნათლისღების წყლის გამრავლება? და როგორ გავამრავლოთ ნაკურთხი წყალი?
- შეიძლება. თუ გვინდა გამრავლება, უბრალო წყალი დავამატოთ ნაკურთხ წყალს.
- ნათლისღების წყალი სახლში რომ ვასხუროთ შეიძლება?
- კარგი იქნება თუ ყოველ კუთხეს ვასხურებთ, ასევე საკვებს, ტანსაცმელსა და ოჯახის წევრებს. ამით განიწმინდება ყოველი კუთხე ლოცვით.
- ნათლისღებას ნათლიებმა და ნათლულებმა ერთმანეთი უნდა მოინახულონ?
- მონახულებამდე უმჯობესია ტაძარში მივიდეთ, დავესწროთ წირვას და ვეზიაროთ. თუ მოძღვარი არა გვყავს, ამ შემთხვევაში მოვიძიოთ და სულიერად განახლებული შევხვდეთ ნათლისღების დღესასწაულს. შემდეგ კი შეგვიძლია მთელი დღე ნათლულებთან ერთად ვიდღესასწაულოთ ეს უბრწყინვალესი დღე.
- ზოგჯერ გასული წლის ნაკურთხი წყალი შემდგომ ნათლისღებამდე შემოგვრჩება ხოლმე. რა ვუყოთ მას?
- ნათლისღებამდე თუ დაგრჩათ, შეგიძლიათ სუფთა ხის ძირას დაღვაროთ ან ძველს ახალი დაუმატოთ. იხილეთ გაგრძელება