ბეწვს/შალს/ბამბას არ უყვარს:
1. საათობით რეცხვა
ბეწვი ადვილად არ ბინძურდება. ასევე მარტივად კარგავს საკვების, სიგარეტის, კვამლისა და სუნამოს სუნს. საკმარისია ბეწვიანი სამოსი აივანზე გაიტანოთ და გაამზეუროთ. ხშირი რეცხვა ბეწვის გაუხეშებას და დაცვენასაც კი იწვევს. შეიძლება გაიწელოს ან დაპატარავდეს.
2. დიდხანს დატენიანება
თუ ბამბის
3. რეცხვისას ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება
თუ შალის კაბას სარეცხ მანქანაში 45 გრადუსზე რეცხავდით, მოულოდნელად ტემპერატურამ 10 გრადუსამდე არ უნდა დაიწიოს. ეს ცვლილება შალზე უარყოფითად აისახება. ჩვეულებრივ, ამ მატერიის ტანსაცმელი გარეცხეთ სტაბილურად 30 გრადუსზე.
ბეწვს/შალს/ბამბას უყვარს როცა:
1. ნაზად ეპყრობიან
სარეცხ მანქანაზე დააყენეთ ხელით რეცხვის რეჟიმი. ასევე ტექნიკას ბამბის/შალის/ბეწვის სამოსი არასდროს გააწურინოთ. სველ ტანსაცმელს ნაზად მოუჭირეთ ხელები. ის ადვილად დაიცლება წყლისგან. არავითარ შემთხვევაში არ დაატრიალოთ გაწურვისას!
2. არ ჰკიდია საკიდზე
ბამბისა და შალის სამოსი დაკეცეთ და უჯრებში შეინახეთ. სხვა შემთხვევაში ტანსაცმელს გაუფუჭდება ბეჭები.
3. სარეცხ ფხვნილს მდოგვით ანაცვლებენ
მდოგვი უძველესი დროიდან ბეწვის/შალის/ბამბის გასარეცხად გამოიყენება. მდოგვის ფხვნილს დაასხით მდუღარე წყალი და გამოიყენეთ მატერიის გასასუფთავებლად.
რადა მახარაძე