16 იანვარი, 2016
10 რამ, რასაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავს
ფიქრობთ, ველური თმა, შეუღებავი სახე და გაცვეთილი ფეხსაცმელი მამაკაცში ზიზღს იწვევს? დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ.

1. თუ უმაკიაჟოდ ხართ

მეცნიერებმა გამოითვალეს - ქალი ცხოვრების მანძლზე 180 000 დოლარს მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებისთვის ხარჯავს. სექსოლოგები კი მიიჩნევენ, რომ როცა ქალი უმაკიაჟოდაა, მაშინ უკეთ ჩანს, მისი ნამდვილი სილამაზე. კაცებს უყვართ ვნებიანი კოცნა, მაგრამ ამ პროცესისას სახიდან მთელი კოსმიტიკის მოშორება არ სურთ, ეს ნაკლებად სასიამოვნოა. მაკიაჟს არა მარტო მამაკაცის მიზიდვა, მისი მოშორებაც შეუძლია.

2. სავსე მუცელი

ყველა მოდელების მსგავს, ბრტყელ მუცელზე
ოცნებობს, მამაკაცებს კი ოდნავ სავსე მუცელი აგიჟებთ. მოსწონთ რბილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კომფორტული ქალები, რადგან ეს უფრო ნამდვილია. როცა ქალი "არ არის იდეალური" , მამაკაცი მშვიდადაა და მისი გარეგნობა არ აკომპლექსებს.

3. ნაოჭები

ქალები მამაკაცებზე მეტად განიცდიან ნაოჭებივს ამბავს. ისინი ფიქრობენ, რომ ნაოჭები სიბერის ნიშანია. სინამდვილეში დადებითი მხარე ყველაფერს აქვს და მას დანახვა უნდა. ასაკი ხომ გამოცდილებაა, რაც მამაკაცების თვალში, კიდევ უფრო სექსუალურია და მათში ფანტაზიებს აღძრავს, თუ რამდენად დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ეს ქალი.

4. სტრიები

ვარდისფერი ან მოვერცხლისფრო ხაზები. მამაკაცებს ქალის ბუნებრიობა აგიჟებთ. სტრიები მათ ახსენებს, რომ ამ ქალმა მას შვილი გაუჩინა, რომ ის მისი ერთგულია და მისთვის გარეგნობასაც კი გასწირავს. თანაც ეს საიდუმლო მხოლოდ თვითონ იცის.

5. კარგი მადა

ჩაიარა დრომ, როცა ვახშმისას ქალი, ჭიქა ღვინით, სალათითა და დესერტით შემოიფარგლებოდა. ახლა თუ ქალი მადიანად მიირთმევს, მამაკაცი მიიჩნევს, რომ ის თავდაჯერებულია და ასევე მოიქცევა საწოლშიც - ვნებიანად და გაუმაძღრად.

6. პატარა მკერდი

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველა მამაკაცი არ არის მოხიბლული სპორტული გარეგნობით. ელასტიური მკერდი ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობაზე მიანიშნებს. მათ ხიბლავთ ახალგაზრდობისა და სიცოცხლისუნარიანი ატრიბუტები - ეს იმას მიანიშნებს, რომ ქალს მამაკაცისთვის ბავშვის გაჩენა შეუძლია.

7. ფეხშიშველა მოსეირნე ქალი

უდავოა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან ლამაზია, ამ დათმობაზე კი იშვიათად წავა ვინმე. თუმცა ჯერ კიდევ ძველი დროიდან მოყოლებული, შიშველი ფეხი სიშიშვლეზე მიანიშნებდა, რაც მამაკაცურ ფანტაზიებს კიდევ უფრო აფორიაქებდა.

8. ბავშვებთან საერთო ენის გამონახვის უნარი

ფიქრობთ, რომ ნაცნობებისა და ნათესავების ბავშვებთან თამაშისას, მამაკაცი თვალს გარიდებთ? სისულელეა. სიყვარული, მზრუნველობა და გეგაბა, მამაკაცს ამცნობს, რომ ეს ქალი მისი შვილებისთვის მზრუნველი დედა იქნება.

9. კაბის ნაცვლად - შორტი და მაისური

პიკანტური საცვლების პერიოდი გაივლის და მძიმე ყოველდღიურობასთან ბრძოლის დრო დგება. ახლა მთავარია, თავი კომფორტულად იგრძნო. ყოველდღიური სამოსი, ამცნობს, რომ ქალი თავს კარგად გრძნობს და ამაში მამაკაცები ყოველთვის ხედავენ სექსუალურობას.

10. ცხიმოვანი განლაგება

თუ სხეულზე ცხიმოვანი განლაგებები გაქვთ, გგონიათ მჭიდრო სამოსს ვერ ჩაიცვამთ? მეორეს მხრივ მამაკაცების დიდი ნაწილისთვის ეს ნაყოფიერების ნიშანია. მათთვის შვილის გაჩენა ცხოვრების მიზნის გაგრძელებაა. დარწმუნებული იყავით, რომ ცოტაოდენი სისავსე ამ ჩამონათვალს კარგად ერგება, მათში ბუნებისგან მინიჭებულ, ფარულ სურვილებს აღძრავს.

ძვირფასო ქალბატონებო, მიიღეთ ეს ფაქტები და თავს უმნიშნელო წვრილმანებზე ფიქრით ნუ დაიღლით.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS