
18 წელი - სწორედ ამდენი ხანია სარა ჯესიკა პარკერი და მისი იდეალური მეუღლე ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. პარკერი გამოტყდა, რომ მათი ბედნიერი ცხოვრების მიზეზი კარგი მეგობრობაა: "მე და მეთიუ პირველრიგში მეგობრები ვართ. ეს ჩვენი ურთიერთობის მთავარი საიდუმლოა. გარდა ამისა ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ. მეუღლეებს შორის საუბარი აუცილებელია".
ოზი და შერონ ოზბორნები

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტმა ოზი ოზბორნმა და მისმა მეუღლემ, ქორწინების 33 წლისთავი აღნიშნეს. მათი ერთობლივი ცხოვრების გზაზე
ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი

კლასიკური ჰოლივუდური წყვილი - 27 წლის წინ იქორწინეს. სერიალის გადაღებებისას გაიცნეს და მას შემდეგ სამსახურშიც კი არ შორდებიან ერთმანეთს. "მე ბედნიერი კაცი ვარ. შესაძლოა, ის სხვას, უფრო უკეთესს შეხვედროდა, მაგრამ მე ის ერთი დანახვით შემიყვარდა" - ამბობს ჰენკსი.
დევიდი და ვიქტორია ბექჰემები

როცა საუბარია ყველაზე ვასრკვლავურ წყვილზე, ამ წყვილის გარეშე ვერ გავალთ. მათ 16 წლიანი ქორწინება, 4 არაჩვეულებრივი შვილი და ბევრი ერთობლივი პროექტი აკავშირებთ. "ვიქტორიასთან რამდენჯერმე შეხვედრისას, მივხვდი რომ მასზე დაქორწინება მინდოდა. მასთან ბავშვების გაჩენა და სამუდამოდ ერთად ყოფნა." ქორწინების 16 წლის თავზე ფეხბურთელმა ახალი ტატუ გაიკეთა, რაც აღნიშნავს, რომ ამჟამად მათ ოჯახში ბედნიერება და ჰარმონია მეფობს.
მერილ სტრიპი და დონ ჰამერი

37 წელია ქორწინებაში არიან. არქიტექტორ დონ ჰამერისა და მსახიობ მერილ სტრიპის ქორწინება, ყოველწლიურად სულ უფრო მტკიცე ხდება. "ჩვენ ამას კომპრომისზე მეტად ძალისხმევას ვუწოდებთ, რომელიც ურთიერთობის დაბალანსების მხარდასაჭერადაა მიმართული. გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. ჩვენი ქორწინება და ოთხი შვილი, ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს გამნსაზღვრავს" - ასე ჰყვება მერილ სტრიპი ქორწინების ბალანსზე.
პენი ლეინი