16 იანვარი, 2016
ბუდას 25 გაკვეთილი, რომლებიც მღელვარებისგან გაგანთავისუფლებთ - „გესმოდეს ყველაფერი - ნიშნავს, ყველაფერი აპატიო“
გაეცანით დიდებულ სულიერ მოძღვარს, რომელიც არაფერს გავალდებულებთ, მაგრამ ბევრ რამეს განმარტავს:

1
. სიმშვიდე თქვენშია. ნუ ეძებთ მას გარეთ.

2.
როცა გონება ნათელია, სიხარული თან გახლავთ, როგორც ჩრდილი და არასდროს გტოვებთ.

3
. ჩვენ, ჩვენი ფიქრებისგან ვართ ფორმირებული. ჩვენ ის ვხვდებით, რაზეც ვფიქრობთ.

4.
ჯანსაღი გონებისა და სხეული საიდუმლო იმაშია, რომ არ ჩაიციკლოთ წარსულზე, ნურც ბევრს იდარდებთ მომავალზე და გააზრებულად იცხოვრეთ დღევანდელი დღით.

5
. ბრაზობდე - იგივეა, ხელის გულებში ცხელი ნაკვერჩხალი გეჭიროს და სხვაზე მიგდებას ლამობდე. მაგრამ პირველ რიგში თქვენ
დაგწვავთ.

6.
თქვენი ცხოვრების მიზანი - იპოვოთ თქვენი მიზანი და მას მიუძღვნათ მთელი გული და სული.

7
. სულელი, რომელმაც საკუთარი სისულელე იცის, ამით უკვე ბრძენია, ხოლო სულელი, რომელსაც თავი გენიოსად მოაქვს, როგორც იტყვიან -
ჭეშმარიტად სულელია.

8
. ყოველ დილით თავიდან ვიბადებით. მხოლოდ იმას აქვს ნამდვილი მნიშნელობა, რასაც ახლა აკეთებთ.

9.
ამ ქვეყნად იმაზე დიდი ხანძარი არ არსებობს, ვიდრე ვნებაა. სიძულვილი, რომელიც ზვიგენზე უფრო სასტიკია და ქარიშხალი იმაზე გამანადგურებელი, ვიდრე სიხარბეა.

10
. ბედნიერება არ გამომდინარეობს იქედან, თუ ვინ ხართ თქვენ, ან რა გაგაჩნიათ. ის გამომდინარეობს იქედან, თუ რას ფიქრობთ.

11
. თქვენი სიბრაზისგან არ განიკითხებით, სიბრაზე თავად დაგსჯით თქვენ.

12.
გესმოდეს ყველაფერი - ნიშნავს, ყველაფერი აპატიო.

13.
უმჯობესია, ათასჯერ შეცდე, ცუდი ადამიანი წმინდანად მიიღო, ვიდრე ერთხელ წმინდანი გაიძვერად მოგეჩვენოს.

14.
სიძულვილი არასდროს გაქრება სიძულვილით, არამედ მხოლოდ სიყვარულით.

15.
ყველაფერი, რაც ვართ - ეს ჩვენი ფიქრების შედეგია.

16
. არსებობის მთელი საიდუმლო შიშისგან განთავისუფლებაა. ნუ შეგეშინდება იმის, რაც მოგივა, ამით შენი მომავალი არ შეიცველაბა,
სანაცვლოთ ახლანდელი დრო იქნება მშვიდი.

17.
ბედნიერებისკენ გზა არ არსებობს. ბედნიერება სწორედ გზაა.

18
. ტკივილს ვერ გაექცევი. მაგრამ ტანჯვა- თითოეული ჩვენგანის პირადი არჩევანია.

19
. ბედნიერება არასდროს მივა მასთან, ვინც არ აფასებს, რაც ახლა გააჩნია.

20.
ერთი სანთლის, ათასი სანთლის ანთება შეგიძლია, და ამით მისი სიცოცხლე ხანმოკლე არ ხდება. ბედნიერება არ მცირდება, როცა უზიარებ.

21.
თუ ხელი დაშავებული არ გაქვს, შეგიძლია, საწამლავი დაიჭირო. არ არასებულ ჭრილობას საწამლავი ვერ ავნებს. ვინც ბოროტებას არ სჩადის, ვერც ბოროტება აყენებს ზიანს.

22.
ყველაზე მოაზროვნე ადამიანიც კი გასულელედება, თუ არ განავითარებს ახალ შესაძლებლობებს.

23
. ერთი სასარგებლო სიტყვა, რომლის მოსმენისას მშვიდდები, ათას მოხსენებაზე უკეთესია, რომლებიც უსარგებლო სიტყვებითაა გაჯერებული.

24.
არხების გამყვანი წყალს უშვებს, მშვილდოსნები მშვილდს შეაკეთებენ, მედურგლეები ხეს დაამუშავებენ, ბრძენნი კი თავს იმდაბლებენ.

25.
გაიმარჯვე საკუთარ თავზე და ათას გამარჯვებას მოიგებ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS