პიროვნება, რომელიც ხშირად უშვებს შეცდომებს უნებურად უფრო მოგვწონს ვიდრე ის, ვინც იშვიათაც ცდება. არასწორი გადაწვეტილება უფრო ადამიანურს გვხდის, რადგან შეცდომების დაშვება ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
თუ თქვენ იდეალურთან მიახლოებული პიროვნება ხართ, სრულყოფილება თქვენსა და საზოგადოებას შორის დისტანციას შექმნის. „სრული ჩაფლავების ეფექტი“ ფსიქოლოგმა ელიოტ არონსონმა შეისწავლა. მისი ასისტენტები ვიქტორინების ჩანაწერებს უყურებდნენ. ზოგიერთ მონაწილეს ყავის ჭიქა უვარდებოდა ხელიდან. შოუს დასრულების შემდეგ გამოკითხულმა მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ სწორედ ის მონაწილეები უფრო მოეწონათ, ვინც
2. დიდი მოლოდინი ახალ რეალობას ქმნის
თუ გჯერათ, რომ რაღაც მოხდება, ერთ დღეს სურვილი ან შიში აუცილებლად აგიხდებათ. ეს „პიგმალიონის ეფექტია,“ რომელიც რობერტ როზენტალმა სკოლაში გამოიყენა.
წლის დასაწყისში მკვლევარმა მასწავლებლებს იმ ბავშვების სია ანახა, რომლებსაც ინტელექტის ტესტში გამაოგნებელი შედეგები ჰქონდათ. ეს სია არ შეესაბამებოდა რეალობას.
რობერტმა შემთხვევითობის მეთოდით ამოირჩია ბავშვები. წლის ბოლოს პედაგოგებმა სწორედ სიაში მოცემული მოსწავლეები შეაფასეს ყველაზე მაღალი ქულებით. მასწავლებლებს მოზარდების შესახებ მოლოდინი შეექმნათ, რომელმაც რეალობა შეცვალა და ჩვეულებრივი მოსწავლეები ფრიადოსნებად აქცია.
3. რაც უფრო ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გასაჭირში ხართ, მით უფრო ნაკლებია იმის შანსი რომ ვინმე დაგეხმარებათ
თუ დახმარება გჭირდებათ „ბრბოს“ ნუ მიაკითხავთ. ამ დროს „მოწმის/თვითმხილველის ეფექტის“ მსხვერპლი შეიძლება გახდეთ. ეს ეფექტი ბიბ ლატანმა და ჯონ დალიმ შეისწავლეს.
როცა ადამიანს ჰგონია, რომ ის ერთადერთია, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია, 85%-ით დაგეხმარებათ. თუმცა, თუ მან იცის, რომ თქვენი დახმარება სხვასაც შეუძლია, თავს შეიკავებს.
ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თუ 4 ადამიანს ეცოდინება, რომ გასაჭირში ხართ, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე დაგეხმარებათ მხოლო 31%-ია.
რადა მახარაძე