240 გრ. ამერიკანო შეიცავს:
ვიტამინ B 2 (რიბოფლავინის) - ის დღიური ნორმის 11%-ს.
ვიტამინ B 5 – ის დღიური ნორმის 6% -ს
ვიტამინ B1 (თიამინის) - ის დღიური ნორმის 2%-ს
ვიტამინ B 3 (ნიკოტინმჟავა) -ის დღიური ნორმის - 2%-ს
მანგანუმის დღიური ნორმის -
კალიუმის დღიური ნორმის - 3 % -ს
მაგნიუმის დღიური ნორმის - 2 % -ს
ფოსფორის დღიური ნორმის - 1% -ს
ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანი პროცენტული მაჩვენებელია, მაგრამ მოცემული ციფრები გადაამრავლეთ თქვენი ყავის ჭიქების რაოდენობაზე. მაგალითად, მე ვსვამ დღეში 3 ჭიქა ყავას, გამოდის რომ ჩემს ორგანიზმს მხოლოდ და მხოლოდ ყავით 33% ვიტამინი B მიეწოდება.
ყავა დიაბეტისგან გიცავთ
დიაბეტის მეორე ტიპი ადამიანს უვითარდება იმიტომ, რომ ორგანიზმი არასწორად რეაგირებს ინსულინზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში დიაბეტი განსაკუთრებულად გავრცელებულ დაავადებად იქცა. მსოფლიოში საშუალოდ 300 მლნ. დიაბეტიკი ცხოვრობს.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად სვამენ ყავას, 67%-ით იკლებს დიაბეტის რისკი. თუ თქვენს წინაპრებში ან სანათესაოში ვინმე დიაბეტითაა დაავადებული აუცილებლად მიეძალეთ ყავს.
ყავა თქვენს ღვიძლს ფუნქციონირებაში ეხმარება
თუ ალკოჰოლს ხშირად სვამთ და გაზიან სასმელებზეც არ ამბობთ უარს, დიდი ალბათობით მალე ციროზი დაგემართებათ. ციროზი ღვიძლის დაავადებაა, რომლის დროსაც ეპითელური ქსოვილი სიცოცხლისთვის საშიში წარმონაქმნებით იფარება. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყავას სვამენ, 84%-ით უფრო იშვიათად აწუხებთ ღვიძლის დაავადებები. ასევე ყავის მოყვარულები 40%-ით ნაკლები რისკის წინაშე დგანან, როცა საქმე ღვიძლის კიბოს ეხება.
რადა მახარაძე