1. მე ყოველთვის...
შეუძლებელია, ყოველთვის აკეთებდეთ რამეს. შეიძლება ორჯერ, სამჯერ ან ათჯერაც კი გაიმეორეთ ერთი და იგივე, მაგრამ სიტყვა ყოველთვის მოვლენის უწყვეტობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ''მე ყოველთვის მ
2. ოჰ, კარგი რა...
ადამიანები უცნაური ქმნილებები არიან. მონდომებთ მიისწრაფიან აღიარებისკენ, მაგრამ როგორც კი მიაღწევენ, დაიმორხვებენ ხოლმე. შეიძლება კომპლიმენტების მიღებისას არ იცოდეთ ხელები სად წაიღოთ, მოსაუბრეს სახეში უყუროთ თუ თვალი აარიდოთ, გაწითლდეთ და თავი უხერხულად იგრძნოთ, ეს ბუნებრივია... მიუხედავად ამისა ქათინაურების მიღება და შეფერება უნდა ისწავლოთ. ''რა ჭკვიანი ხარ," ''რა ლამაზი ხარ," ''არასდროს შევხვედრივარ შენსავით კარგი იუმორის მქონე ადამიანს..." ამ ფრაზებს გეუბნებიან იმიტომ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ.
3. უსამართლობაა რომ მას..
ნუ დაიწყებთ იმის განსჯას იმსახურებდა თუ არა ახალი თანამშრომელი ასეთ მოკლე ვადაში დაწინაურებას ან პრემიას. არ დაიწყოთ ჭორაობა, რომ ქვეყანაში ნეპოტიზმია აყვავებული. თქვენ არ იცით, რა ხდება რეალურად, რამდენს შრომობს თქვენი კოლეგა ან რა მსხვერპლზე უწევს წასვლა. შური და ბოღმა თქვენს კარმას აბინძურებს და ნეგატივს იზიდავთ.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ უბედურებაზე, რომელიც თავს დაგატყდათ. თქვენ ალბათ ფიქრობთ: ''უსამართლობაა მანქანა მაინც და მაინც მე რომ გამიფუყდა" ან ''უსამართლობაა ავად რომ გავხდი." არაფერი ხდება უმიზეზოდ, ჩაუღრმავდით მოვლენებს და საკუთარ მცდარ ნაბიჯებს.
4. რომ არა ეს... შევძლებდი....
საკუთარ დამარცხებას ნურავის გადააბრალებთ. ნუ ცდილობთ, შეცდომები სხვაში იპოვოთ. სამყაროს შეცვლა თქვენი თავიდან დაიწყეთ. ''ორი მილიონი რომ მქონდეს რესტორანს გავხსნიდი." - თუ ამ ფრაზას უახლოეს წრეში ხშირად ატრიალებთ, რომელიმე თქვენს მეგობარს აუცილებლად დაებადება აზრი: ''იშოვე ეგ ორი მილიონი და გახსენი სანატრელი რესტორანი." მართლაც, მილიონები ციდან არ ცვივა და თუ შრომას არ დაიწყებ, არაფერი გამოვა.
ადნრეა ნარიანი