14 იანვარი, 2016
რაზე მეტყველებს თქვენი ტუჩები?
ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა. ეს ალბათ მართალია, მაგრამ თქვენს შესახებ ტუჩებიც ბევრს საუბრობენ. სტატიაში გაეცნობით თქვენს ხასიათს ტუჩის ფორმის ან ზომის მიხედვით.

1. თუ თქვენი ტუჩები სავსეა...
თქვენში სექსუალური ენერგიაა მომძლავრებული. სავსე ტუჩების მქონე ადამიანები ძალიან სენსიტიურები არიან, ადვილად ეცვლებათ ხასიათი, მარტივია მათი გულისტკენა. მამაკაცების დიდ ნაწილში სავსე ტუჩები სქესობრივი აქტის სურვილს აღძრავს. თქვენ ''დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს." ცხოვრობთ პრინციპით: თუ დღეს არა, მაშინ - არც არასდროს. ცოტათი წუნიაც ხართ, ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ მიისწრაფით.

სავსე ტუჩების მქონე ქალების დიდი ნაწილი ცინიკურია და წარმატების მოპოვებისთვის სწრაფ მეთოდებს ირჩევს. დიდტუჩება ქალებს არასდროს აკლიათ კაცის ყურადღება. ისინი განებივრებულები არიან საჩუქრებით, რაც მათ მატერიალისტს ხდის.

2. თუ თქვენი ტუჩები ვიწროა...
საკუთარ თავში ჩაკეტილი, ასკეტიზმისკენ მიდრეკილი ადამიანი ხართ. კრიტიკულად უდგებით საკუთარ თავს. ხშირად პატარა ტუჩების მქონე ქალები დამოუკიდებლები და მარტოსულები არიან.

3. თუ თქვენი ტუჩები თხელია...
თხელი ტუჩების მქონე ქალები აქტიურები და სიცოცხლით სავსენი არიან. რისკზე წასვლის არასდროს ეშინიათ. მათი მიზანდასახულობა ადვილად შესამჩნევია. მთელი ცხოვრება საკუთარი იდეალების ერთგულებად რჩებიან. დომინანტური ნატურის გამო კაცებს აფრთხობენ. ასეთი ქალები ცხოვრების ნეგატიურ მხარეზე კონცენტრირდებიან ხოლმე, სწორედ ამიტომ ყველა მოვლენას უღრმავდებიან. ხდებიან სკეპტიკოსები.

4. თუ თქვენი ტუჩები ბოლოებში აპრეხილია...
პოზიტიური და სულიერად გაწონასწორებული პიროვნება ხართ, რომელიც ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. თქვენი სახე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს გამუდმებით იღიმით. თუ კაცს აპრეხილი ტუჩები აქვს, ის უდავოდ მექალთანეა, ხოლო ქალი - არაჩვეულებრივი საყვარელი, რომელიც მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
:||
Arc erti ar maqvs :|| qveda tuchi sqelia zeda shedarebit txeli magram kargi formit :|| vicodi ro ar var adamiani....
03:47 / 16-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS