ამ მკითხაობის წყალობით შეგიძლიათ მომავალზე ყველაფერი გაიგოთ.
მკითხაობა ჩრდილებით
გაამზადეთ ლანგარი ან თეფში, სუფთა ფურცელი, სანთელი და ასანთი. დაჭმუჭნილი ქაღალდი ფრთხილად დაწვით. როცა ცეცხლი ჩაქრობას დაიწყებს, სანთლის დახმარებით კედელზე მისი
მკითხაობა ქორწინებასა და საქმროს ხასიათზე
თასში ჩაალაგეთ სხვადასხვა საგნები, ყველაფერი, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ და დაქალებთან ერთად, რიგრიგობით ამოიღეთ. მთავარია, საგანს რაიმე განსაკუთრებული ცხოვრებისეული დატვირთვა ჰქონდეს. მაგალითად, თუ შაქარი შეგხვდათ - ბედნიერი ცხოვრება გელით და ქმარსაც კარგი ხასიათი ექნება, ბეჭედი - ქორწინებას, ბოკალი - მხიარულ ცხოვრებას, ოქროს ბეჭედი - მდიდრული ცხოვრებას და ა.შ.
მკითხაობა კვერცხით
აიღეთ ახალი კვერცხი, ფრთხილად გახვრიტეთ და წყლით სავსე ჭიქაში ჩაასხით. როცა ცილა აიჭრება, დააკვირდით მის ფორმას. თუ ეკლესიას დაემსგავსება - მალე დაოჯახდებით, თუ ბეჭედი - დაინიშნებით, თუ მანქანა, გემი ან თვითმფრინავი გამოისახა - ეს მოგზაურობის ან რაიმე მსგავსის ნიშანია.
მკითხაობა კარტით
ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდეთ, ბალიშქვეშ დაიდეთ 4 მეფე, პარალელურად წარმოთქვით შემდეგი ფრაზა: "ბედისწერავ, ამ ღამით ჩემთან მოდი." შემდეგ ნურავის დაელაპარაკებით - სიზმარში აუცილებლად ნახავთ თქვენს რჩეულს.
ძველით ახალი წლის მკითხაობა გაყინული წყლით
ოდნავ ღრმა თასში ჩაასხით წყალი და გაიტანეთ ქუჩაში ან აივანზე დადეთ. დილით დააკვირდით ყინულის გამოსახულებებს. თუ ზედაპირი თანაბარია - მშვიდი წელი გექნებათ. ტალღოვანი ზედაპირი - ცვალებადი ბედნიერება გელით, ამოზნექილი ზედაპირი - ძალიან წარმატებული წელი. თუ ნახეთქები ექნება - ცუდის ნიშანია. თუ ყინული არ იქნება, მაშინ გლობალურ დათბობას უნდა ელოდოთ.
მკითხაობისას ყურადღება გამოიჩინეთ და ოთახში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. გახსოვდეთ, როგორი პასუხიც არ უნდა მიიღოთ - დაიჯერებთ თუ არა, თქვენზეა დამოკიდებული.
მთავარია, აუცილებლად გჯეროდეთ კარგის.
პენი ლეინი