13 იანვარი, 2016
3 სასარგებლო პროცედურა, რომლითაც დილა უნდა დაიწყოთ
ძალიან მნიშვნელოვანია როგორ იწყება თქვენი დილა. უძველეს ხალხს სჯეროდა, რომ სწორედ დილაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის მთელი დღე. დილას საშუალება გაქვთ ჯანმრთელობაზე მარტივად იზრუნოთ. გთავაზობთ ძალიან ეფექტურ პროცედურებს, რომელიც ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.

1. გაისუფთავეთ ენა
დილაობით ყველანი ვიხეხავთ კბილებს, მაგრამ ენას მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანი აქცევს ყურადღებას. ენის გასუფთავებით თავიდან იშორებთ იმ ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება მუცელში მოხვდეს და სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეგ ბაქტერია იწვევს პირში უსიამოვნო სუნს.

2. მიირთვით თაფლი საუზმემდე
საუზმემდე ათი წუთით ადრე თაფლი
დააგემოვნეთ და დააყოლეთ ცივი წყალი. აუცილებელია, თაფლი ახალი იყოს. თაფლი ვიტამინებისა და მიკროელემენტების არაჩვეულებრივი წყაროა. ის გლუკოზისგან და ფრუქტოზისგან შედგება, სწორედ ამიტომ ენერგიით ივსებით. ძლიერდება თქვენი იმუნიტეტი. თაფლი ასევე გამოცდილი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს წმინდავს.

3. პერეკისიანი წყალი პირში გამოივლეთ
საუზმის შემდეგ პირში გამოივლეთ პერეკისიანი წყალი. 50მლ. გრ. წყალში გაურიეთ 3-5 წყვეთი 30%-იანი პერეკისი. ეს პროცედურა კარიერისგან და სტომატიტისგან დაგიცავთ. ასევე გაგიჯანსაღებთ სუნთქვას.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS