13 იანვარი, 2016
მეცნიერების ახალი აღმოჩენა - ქალი ზამთარში უფრო აგრესიული ხდება. რატომ?
შენიშნეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრი ქალები ძალიან ადვილად ღიზიანდებიან და ყველა წვრილმანზე ჩხუბობენ? გგონიათ, ციკლი აქვთ? ცდებით. მათ ზამთრის კრიზისი დაუდგათ.

მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში უფრო დეპრესიული ადამიანები ცხოვრობენ, ვიდრე ეკვატორთან ახლოს.

ეკვატორზე მზის შუქი პირდაპირ ეცემა. რაც უფრო ვუახლოვდებით ჩრდილოეთს, მზის სხივი უფრო დაქანებული ხდება და ნაკლებად ათბობს არეალს. ჩრდილოეთის ხალხს D ვიტამინი აკლია. ისინი უფრო ფლეგმატურები არიან. მზის სხივი ადამიანის აქტიურ ცხოვრებას განსაზღვრავს და მას ენერგიით ავსებს.

ზამთრის მოსვლასთან
ერთად ადამიანში ბიოქიმიური პროცესები აქტიურდება. ქალები განსაკუთრებით სენსიტიურები არიან ამ ცვლილების მიმართ.

ამერიკელებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 130-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. ქალები რამდენიმე კვირა მზიან სოფელში დაასახლეს, შემდეგ კი 45 მათგანი ჩრილოეთის ერთ-ერთ დასახლებაში გადაიყვანეს.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ 45 ქალი პირველ სამ დღეში საგრძნობლად შეიცვალა, ერთ კვირაში კი ყველა მათგანმა აგრესიის გამოვლენა დაიწყო. ექსპერიმენტი ქალების ჩხუბით დასრულდა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS