1. „ბიჭებთან ერთად ფეხბურთის საყურებლად მივდივარ."
თქვენ გაღიზიანებთ, რომ კაცი მეგობრებთან ერთად ამჯობინებს ფეხბურთის ყურებას და არა თქვენთან ერთად. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ყველა ადამიანს, მათ შორის კაცს, რომანისგან დასვენება სჭირდება. თითოეულ პიროვნებას თავისი პირადი ცხოვრება და სამყარო აქვს, რომელსაც საყვარელი ქალი/კაცი არ უნდა უზღუდავდეს.
2. „შენ თვითონ აარჩიე."
როდესაც სტუმრად მიდიხართ და საჩუქრის
3. „ეს კაბა ძალიან გასუქებს."
დავიწყოთ იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში კაცები გულახდილობას ტყუილს ამჯობინებენ. დააფასეთ მამაკაცი, რომელიც გეუბნებათ, რომ რამდენიმე კილოგრამი მოიმატეთ. მას სურს რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ. ნაცვლად იმისა, რომ საყვარელ კაცზე გაბრაზდეთ, დიეტა დაიწყეთ.
4. „ქალ კოლეგებთან ვმეგობრობ."
როგორც კი თქვენი პარტნიორი ქალი კოლეგას შესახებ საუბარს დაიწყებს, ეჭვიანობა გიპყრობთ. რა თქმა უნდა, არ გაგამტყუნებთ, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და შეიძლება, მათი მეგობრობა მგზნებარე რომანში გადაიზარდოს. როგორც იტყვიან, „მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია." კაცს ქალებთან ურთიერთობას ვერ აუკრძალავთ. როცა პარტნიორს მართლა უყვარხართ სხვა ადამიანის მიმართ ვნება არ გაუჩნდება.
რადა მახარაძე