12 იანვარი, 2016
როგორ გავაციოთ შამპანიური სწრაფად - 4 პრაქტიკული რჩევა ილუსტრაციებით
დღესასწაულებზე, დაბადების დღეებსა თუ კორპორაციულ საღამოებზე მომსახურე პერსონალის სინებზე აუცილებლად დაინახავთ გამჭვირვალე ბოკალებში ჩასხმულ შუშხუნა შამპანიურს. შამპანიური ბედნიერ დღეებთან და წარმატებასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ სამსახურში დაწინაურებას, ლატარიაში მოგებას თუ სხვა გამარჯვებას ადამიანი ამ ალკოჰოლით ხვდება. წარმოგიდგენთ შამპანიურის სწრაფად გაციების 4 პრაქტიკულ რჩევას:

1. დაამატეთ მარილი
shampanskoe-2.jpg
იმისთვის რომ სასმელი მაქსიმალურად სწრაფად გაცივდეს ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ყინულები და მარილი. ბოთლი მოათავსეთ ქვაბში. რამდენიმე წუთში შამპანიური სასურველ ტემპერატურას მიიღებს.

2. გამოიყენეთ სალფეტკი
shampanskoe-3.jpg
დაასველეთ სალფეტკი, შემოახვიეთ ბოთლს და შედეთ საყინულეში.
(სალფეტკი მთლიანად უნდა ფარავდეს ბოთლს.) თუ საყინულე არ მუშაობს - შამპანიური მაცივარში შედგით, თუმცა გაითვალისწინეთ რომ გაციებას მეტი დრო დასჭირდება.

3. დაატრიალეთ ბოთლი
shampanskoe-4.jpg
წყლიან ქვაბში ჩაყარეთ ყინულები, მოათავსეთ მასში შამპანიურის ბოთლი და ატრიალეთ. ეს მეთოდი განსაკუთრებულად ეფექტურია ღვინის გაციებისას, ასე რომ შეგიძლიათ ღვინის შემთხვევაშიც გამოიყენოთ.

4. გადაასხით ბოკალებში
shampanskoe-5.jpg
რაც უფრო ცოტაა ალკჰოლური სასმელი, მით უფრო ადვილად ცივდება, ამიტომ გადაანაწილეთ ბოკალებში და ამის შემდეგ მაცივარში შედგით.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS