1. თეთრი პური და ჯემი

ამერიკის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები გვაფრთხილებენ, რომ თეთრი პურისა და ჯემის ერთად მირთმევის შემთხვევაში, დიაბეტის რისკის წინაშე ვდგებით. თეთრ პურში შემავალ ნახშირწყლებს სისხლი სწრაფად ითვისებს და მასში შაქრის რაოდენობა მომენტალურად იმატებს. ჯემის შაქარი კი ორგანიზმში შაქრის ნორმის დისბალანსს იწვევს.
2. ჰამბურგერი და ლუდი

ჰამბურგერის ან
3. ჩაი და რძე

შავი ჩაი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, ის შარდდენას ააქტიურებს და ორგანიზმს ადვილად წმენდს. შავი ჩაი გიცავთ დიაბეტისგან და გულის დაავადებებისგან. იმის მიუხედავად რომ, საკუთრივ რძე ორგანიზმისთვის სასარგებლოა, ჩაისთან შეზავებისას სასმელს სასარგებლო თვისებებს უკარგავს და ორგანიზმისთვის საშიშსაც კი ხდის. ექიმების აზრით, თუ მაინც და მაინც გსურთ ჩაიში რაიმე ჩააწვეთოთ, არჩევანი ლიმონზე უნდა გააკეთოთ.
4. ალკოჰოლი და ყავა

სადილისას შეიძლება ერთი ჭიქა ღვინო დალიოთ, დესერტს კი ყავა დააყოლოთ. როდესაც ალკოჰოლი ყავასთან რეაქციაში შედის, კოფეინი მავნე ნივთიერებად გარდაიქმნება. ამას გარდა, კვლევამ აჩვენა: ადამიანები, რომლებიც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდებიან და თან ყავა აქვთ დალეული, უფრო ხშირად ხვდებიან ავტოკატასტროფებში, ვიდრე ისინი ვინც მხოლოდ სასმელს ეტანებიან.
ანდრეა ნარიანი