გთავაზობთ იმ შვიდეულის ჩამონათვალს, რომლებიც უმჯობესია დაივიწყოთ და აღარასდროს გაიხსენოთ:
1. დაბადებიდან სკანდალების დედოფალი
ზოგიერთ ადამიანს უყვარს უმიზეზოდ სკანდალის მოწყობა. ნუ გაერევით მათ სკანდალებში და თავი შორს დაიჭირეთ. რაც უფრო ხმამაღლა იყვირებს, მით მეტი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა შეინარჩუნეთ. გახდით გარშემომყოფებისთვისაც მისაბაძი მაგალითი. თუ ამის შემდეგ ვინმე კიდევ მოისურვებს ნეგატივი მოგხვიოთ და სკანდალში გაგხვიოთ, უბრალოდ ზურგი
2. ყოველთვის და ყველაფრით უკმაყოფილო
ზოგიერთ ადამიანს ვერაფრით ასიამოვნებთ, რამდენადაც არ უნდა ეცადოთ. ცხოვრების გზაზე ყველას შეხვედრია ადამიანი, ვინც ამცირებს, უპატივცემულოდ ეპყრობა და ზემოდან უყურებს. ნუ დაკარგავთ დროს მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ნუ განეწყობით შურისძიებით. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი და გააგრძელეთ ცხოვრება, რადგან მათზე დახარჯული თითოეული წამი დაკარგულია, შურისძიებისა და სიძულვილის გრძნობით კი მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ.
3. პესიმისტი, ვინც თქვენს ოცნებებს ფრთებს აჭრის
დაასრულეთ მათთან ურთიერთობა, ვინც თქვენს ოცნებებს დასცინის და აბინძურებს. ისინი თქვენს პოტენციალს ანადგურებენ, თქვენსავე ცხოვრებას გართმევენ, ვიდრე მასსა და თქვენს აზრებს შორის საზღვარი გაქრება და წარუმატებელ პიროვნებად გაქცევთ, ჩამოშორდით.
გახსოვდეთ - თქვენი შესაძლებლობები სხვების აზრებით არ განისაზღვრება. იყავით ოპტიმისტეპი და იფიქრეთ თქვენს შესაძლებლობებზე იმაზე მეტი, ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ.
4. მანიპულატორი
უფრთხილდით მანიპულატორებს. მათ, ვინც პირადი ნეგატივით სურს მოიცვას თქვენი აზრები. ამ ადამიანების პირადი გრძნობები, საჭიროებები და სურვილბი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გაიძულებთ გააკეთოთ ის, რაც მას სურს. თქვენ კი ეს ნორმალურ მდგომარეობად არ უნდა მიიღოთ, არ უნდა დაუშვათ. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში, უბრალოდ წადით.
5. ჯიუტი, რომელიც ფიქრობს, რომ სხვა ადამიანი უნდა იყოთ
გამოდის რომ სხვებს ძულხართ იმისთვის, რაც სინამდვილეში ხართ და უყვარხართ იმისთვის, რაც არ ხართ.
ერთადერთი სასარგებლო ურთიერთობაა, როცა ადამიანი არ ცდილობს თქვენს შეცვლას.
მხოლოდ მაშინ, როცა სხვისი აზრების უგულებელყოფას ისწავლით და იქნებით ის, ვინც სინამდვილეში ხართ, იგემებთ ნამდვილ სიყვარულს, წარმატებასა და ბედნიერებას.
6. მომთხოვნი მეგობარი, ვინც შეცდომებს არ გპატიობთ
ჩვენ ხომ ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ, არ არსებობს ადამიანი შეცდომებს რომ არ უშვებდეს. მაგრამ თუ ვინმე შეცდომების გამოსწორების საშუალებას არ მოგცემთ - ეს მათი მხრიდან გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. და თუ ადამიანი გამუდმებით გახსენებთ წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რატომ არ აქცვთ თვენს მომავალს უკეთესად? დატოვეთ ის ადამიანი წარსულში.
7. შინაგანი კრიტიკოსი
არ ელოდით? ჰო, ეს სწორედ ის მთავარი კრიტიკოსია, თქვენს თავში რომ დასახლებულა. დაუნდობელი კრიტიკოსი ბედნიერების საშუალებას არ გაძლევთ და საკუთარი თავით გამუდმებით უკმაყოფილო ხართ. სინამდვილეში გჭირდებათ იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ და სწორედ ამაშია თვქენი ღირსება. თქვენში აუცილებლად იქნება უნიკალური და განუმეორებელი, არასდროს იქნებით სხვების მსგავსი - ეს ნორმალურია.
ყოველ დილით, თვალის გახელისას, იფიქრეთ იმაზე, რაც ნამდვილად გამოგივიდათ. საღამოს, დაძინებისას კი, გონება მადლიერებით აავსეთ ყველა იმ წვრილმანისთვის, რამაც დღეს გაგახარათ.
გაითავისეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ნეგატივი არ არის და თქვენი კრიტიკოსი გამოწვევის წინაშე დააყენეთ - რომ ყველაფერი შესანიშნავადაა!
პენი ლეინი