12 იანვარი, 2016
ჯადოსნური, უხილავი ძაფით დაკავშირებული სულები, რომლებიც აუცილებლად შეხვდებიან
ვინც უხილავი, ჯადოსნური ძაფითაა დაკავშირებული ერთმანეთთან შეხვედრა უწერიათ და ვერც დრო, ვერც გარემოებები, ყველაზე რთული სიტუაციებიც კი ვერ შეუშლის ხელს.

ცხოვრების გზაზე
მიუხედავად იმისა, რომ დაბადება, ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს, ამ ქვეყნად მარტო არ მოვდივართ. ასაკის მატებასთან ერთად, სულის სიღრმეში გჯერათ, რომ სადღაც არსებობს თქვენი მსგავსი პიროვნება,რომელიც თქვენთვის მშობლებზე, ყველაზე ახლო მეგობრებზეც უფრო ახლობელია, ერთადერთი, ჭეშმარიტია და მას აუცილებლად შეხვდებით.

აგრძელებთ სვლას და გრძნობთ, რომ ერთ კვირაში თუ რამდენიმე წელში შეხვდებით მას, იქნებ ყველაზე
მოულოდნელ მომენტშიც კი. გზად ბევრ საინტერესო, ჭკვიან, მიმზიდველ თუ ლამაზ ადამიანს ხვდებით. ჰორმონები ერთმანეთში ირევა, გრძნობები იხლართება. გგონიათ, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია.

მაგრამ დგება მომენტი, როცა ძველი შეგრძნებები ბრუნდება - თითქოს ეს ის არ არის. მერე კვლავ აგრძელებთ ცხოვრებას, იმედით, რომ სადღაც აუცილებლად შეხვდებით. ახალი შეხვედრა, მაგრამ კვლავ შეცდომით... და ასე, რაც მეტ გზას გადიხართ, მით ნაკლები რწმენა გრჩებათ. მერე ეჭვები გიჩნდებათ, ნამდვილად არსებობს თუ - არა.

იპოვე, გაუშვი
სწორედ მაშინ, როცა ვინმეს პოვნის ყველა მცდელობას შეწყვეტთ, ბოლომდე გააცნობიერებთ ფაქტს, რომ სხვა უბრალოდ არ არსებობს, მაშინ ბოლომდე აღიარებ რეალობას, კერძოდ საკუთარ მარტოობას. მხოლოდ მაშინ ამოქმედდება ის უხილავი ძაფი და თქვენკენ მოიზიდავს მას. სიტუაცია რეგულირდება, სასწაულებიც ხდება და ორი, იმედგადაწურული, მარტოსული ადამიანი ერთმანეთს ხვდება.
ამ ჯადოსნური ძაფით დაკავშირებულნი არიან ისინი, ვისი გზებიც უნდა გადაიკვეთოს. და მხოლოდ მაშინ შეხვდებიან, როცა თავისუფლებისა და მარტოობის მდგომარეობას აღიარებენ, როცა სიამაყე და ეგოიზმი გაქრება და სიყვარულის ჭეშმარიტება პიკს მიაღწევს, მაშინ გაერთიანდებიან ისინი.

მზადება სიყვარულისთვის
ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. წმინდა, გულწრფელები, თანაბარნი, სიყვარულისთვის მზადმყოფნი, მზადმყოფნი გახდნენ კიდევ უფრო უკეთესები. ერთად ძლიერდებიან. გაორმაგებულია გრძნობები, სიბრძნე თუ მიზანი. სამყარო ქედს მოიხრის მათ წინაშე, რადგან მსგავს კავშირს ყოველთვის სინათლე და გარშემომყოფებისთვის დიდი ცოდნა მოაქვს.

ვერც დაშორება, ადამიანები თუ სირთულეები, მათი მისიის შესრულებას ხელს ვერ შეუშლის. როცა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, ე.ი. მოსახდენი უკვე მოხდა, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხია. მთავარია გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ცხოვრების კოცონში ნაპერწკალი არ არის, ის თავად კოცონია. და მისი ალი ყველაფერს გადაწვავს, რაც მათ გაერთიანებას ხელს შეუშლის.

ჯადოსნური ძაფით არიან დაკავშირებულები ისინი, ვისაც ბედიწერამ შეხვედრა არგუნა.
ჯადოსნური ძაფი კი სწორედ ნამდვილი სიყვარულია.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
родненький- ქვია- ძაფს
მფარველი ანგელოზი ხომ მარჯვენა მხარსუკან გვიდგას.საშიშია ცხოვრებაძალიან!“უბედურების მომტანია;ბედის გამოცვლა
20:58 / 12-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS