ვერძი
ტიპიური ვერძი ინიციატივებით სავსე, თავდაჯერებული, მიზანდასახული და მშრომელი ადამიანია. ვერძი უშიშარია და მისი საქციელები ხშირად ძალიან შთამბეჭდავია. ვერძი ძალიან რთულად იღლება და ხელახალი ენერგიით ადვილად ივსება. მას ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს საქმე. ვერძი ძალიან დიდსულოვანი და ხელგაშლილია. თუ საუბარს ვერძის შიშებზე დავიწყებთ, პირველ რიგში კლაუსტროფობია უნდა ვახსენოთ. ვერძები ძალიან კომუნიკაბელურები არიან, ამიტომ მარტოობის ეშინიათ. ვერძს ჰგონია, რომ მუდამ მართალია, ამიტომ მდგომარეობიდან გამოდის როცა მის მოსაზრებას ეჭქვეშ აყენებენ. ვერძს
კურო
კურო მშვიდი და მეგობრული ნიშანია. ძალიან რთულია კუროებთან დაახლოება. ისინი საკუთარ თავს მხოლოდ და მხოლოდ უახლოეს მეგობრებს აცნობენ. კუროსთვის მთავარია ოჯახი და სახლი. კუროს აბედნიერებს კომფორტი და სიმშვიდე, ყოველთვის ცდილობს, დაძაბულ სიტუაციებს გაექცეს და კონფლიქტი თავიდან აიცილოს. კუროს აშინებს ისეთი მოვლენები და ფაქტები, რომელსაც მეცნიერულად ვერ ხსნის. ეს ნიშანი თავს აჯერებს რომ მოჩვენებების, ვამპირებისა და მაქციების არ სჯერა,მაგრამ სინამდვილეში ეშინია მათი. კუროსთვის ფული მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ მას სამსახურის დაკარგვა და უფულობაც თრგუნავს.
ტყუპები
ტყუპები ყველაზე ცვალებადი ნიშანია, ერთ სხეულში გამუდმებით ორი პიროვნება იბრძვის. ტყუპებს ეშინიათ სიბნელისა და დახურული სივრცის. სწორედ ამიტომ ბევრი ტყუპი კლაუსტროფობიით არის დაავადებული. ტყუპები ფიზიკურად ძალიან ამტანი ნიშანია, თუმცა სუსტი ნერვული სისტემა აქვს. რთულად იტანენ ტკივილს.
კირჩხიბი
კირჩხიბები ძალიან მორცხვები არიან. ხდშირად იკეტებიან საკუთარ თავში და ბევრს ფიქრობენ. კირჩხიბის ფობიების საფუძველი მის ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. კირჩხიბებს ვენუსტროფობია სჭირთ, ანუ ქალ კირჩხიბებს სიმპათიური კაცების ეშინიათ, კაც კირჩხიბებს კი ლამაზი ქალების. კირჩხიბებს სიჩქარეც აფრთხობთ, გაურბიან სიტუაციებს როცა ადრენალინი გამოიყოფა. ხშრად ნახავთ კირჩხიბს ავიაფობიით - ისინი უარს გეტყვიან მაღალი შენობის სახურავზე ასვლაზე, თუ მეექვსე სართულზე ცხოვრობთ ფანჯრიდან არ გაიხედებიან, თვითმფრინავით ფრენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
ლომი
ლომი ძალიან მამაცი და ენერგიული ნიშანია. ლომის შეშინება ძალიან რთულია, თუმცა, რა თქმა უნდა, მასაც აქვს თავისი სუსტი მხარე. ლომს პანიკურად ეშინია წარუმატებლობის, ამიტომ როგორც ურთიერთობებში, ასევე საქმეში საკმაოდ ფრთხილი და წინდახედულია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ეშინიათ, რომ ვერ დააფასებენ ან ხელს კრავენ. ლომებს ყველა სამედიცინო მანიპულაცია აშინებთ. აღსანიშნავია, რომ ყველა შიშის მიუხედავად ლომი ყოველთვის აღწევს მიზანს.
ქალწული
ქალწულებს ხმაურიან კომპანიებში ყოფნა არ უყვართ, მიდრეკილები არიან ოცნებისკენ, თუმცა არ კარგავენ რეალობის შეგრძნებას და პრაქტიკულად აზროვნებენ. მუდამ დახუნძლული არიან საზრუნავითა და საქმით. მაგრამ არ შეუძლიათ რამდენიმე დავალებას ერთად გაართვან თავი. სამწუხაროდ, ცუდი უფროსები არიან, არ შეუძლიათ კადრების მართვა. ქალწულებს აშინებთ ჭორები, რომლებმაც შეიძლება სახელი გაუფუჭოს. ქალწულებს არ სჯერათ სიყვარულის, ამიტომ დაქორინების შიში აქვთ.
სასწორი
სასწორები მუდამ ცდილობენ, ოქროს შუალედი იპოვონ. ისინი გამოირჩევიან სხეულისა და სულის ჰარმონიზაციის უნარით. სასწორი არაჩვეულებრივად აცნობიერებს კომპრომისის ძალას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან ეშინიათ მწერების და ქვეწარმავლების, განსაკუთრებულად გველის და ბაყაყის. სასწორი ვერ უმკლავდება მარტოობას.
მორიელი
მორიელს არასდროს არაფრის არ ეშინია. მის ცხოვრებაში პრიორიტეტი ოჯახი და საახლობლო წრეა. თუ მორიელს რამის ეშინია, ეს ფობია იმდენად აბსურდული და შეუფერებელია რომ სხვებში ღიმილს იწვევს. მაგალითად: კუთხეების შიში, აზარტული თამაშების შიში, ფურცელზე ხელის გაჭრის შიში და ა.შ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ყველაზე არაეკონომიური ნიშანია. მათ ძალიან უყვართ ფულის ხარჯვა, ამიტომ ხშირად აქვთ ვალები. მშვილდოსანს ოჯახის მენეჯმენტი არ უნდა მიაბაროთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები უდარდელები და მხიარულები არიან. მშვილდოსანის ყველაზე კარგი თვისება პირდაპირობაა. ის თითქმის ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მშვილდოსანს მისტიკის სჯერა და სწორედ აუხსნელი ძალების ეშინია.
თხის რქა
თხის რქებში ხშირად შეხვდებით დაკომპლექსებულ ადამიანებს. სწორედ ამიტომ მათი ცხოვრება მშფოთვარე და ფობიებით სავსეა. თხის რქები საკუთარ თავში ემოციებს კლავენ. თხის რქა იშვიათად ამჟღავნებს ეჭვიანობას და სიზარმაცეს, თვლის რომ ეს ადამიანური სისუსტეებია. თხის რქებს ეშინიათ ხალხმრავლობის.
მერყწული
მერწყულის ნიშნის ქვეშ ყველაზე მეტი გენიოსია დაბადებული: მწერლები, მუსიკოსები, გამომგონებლები. მერწყულს არაჩვეულებრივი წარმოსახვის უნარი და ინტუიცია აქვს. მერწყულები ძალიან კომუნიკაბერლურები არიან, ამიტომ მუდამ სჭირდებათ აუდიტორია. სამწუხაროდ, რთულია მერწყულს დაეყრდნოთ, რადგან ის ძალიან ცვალებადი და მატყუარაა. თუმცა მიუხედავად ამისა ქორწინებაში ერთგულები არიან. მერწყულს მარტოობისა და ტკივილს ეშინია.
თევზები
თევზები ყველაზე მეოცნებე ნიშანია. ძალიან მარტივია მათთვის გულის ტკენა, თუმცა რთულია ამ ნიშნის შინაგანი სამყაროს ამოცნობა. იმის მიუხედავად რომ, გაწონასწორებულები არიან, ხანდახან ბრაზი შემოაწვებათ. თევზებს მაგიის სჯერათ, სწორედ ამიტომ მათი შიშები მისტიკასთანაა დაკავშირებული. მათ ეშინიათ ჯადოქრების და მოჩვენებების.
რადა მახარაძე