11 იანვარი, 2016
როგორ გავარჩიოთ სიყვარული და დამოკიდებულების სინდრომი? 5 განსხვავება
''მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. მის გარდა არავინ მინდა." - ნაცნობი ფრაზებია? ასე გონების დაკარგვამდე შეყვარებული ადამიანები ლაპარაკობენ. ერთი შეხედვით, ღრმა და მძაფრი განცდები - არაჩვეულებრივია. თუმცა ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ასეთ ემოციებს საერთო არაფერი აქვს ნამდვილ სიყვარულთან. მეცნიერების აზრით, მსგავსი ფიქრების მქონე ადამიანებს ფსიქიკური გადახრა აწუხებთ და შეპყრობილი არიან დამოკიდებულების სინდრომით.

ამ სინდრომის მქონე პაციენტები გამუდმებით პარტნიორთან ურთიერთობსკენ მიისწრაფიან. ისინი განსაკუთრებულად აქტიურიები
არიან და შეყვარებულისთვის/მეუღლისთვის მომაბეზრდებელი ხდებიან. თუ კაცისგან/ქალისგან პიროვნება მისთვის საჭირო ყურადღებას და სითბოს არ იღებს, აგრესიული ხდება, მართავს ისტერიკებს, ჩხუბობს ან იბუტება. შემდეგ პაციენტი პარტნიორის დასჯას ცდილობს.

დაავადების მიზეზი ადამიანის ღრმა წარსულში უნდა ვეძებოთ. შეიძლება მშობლები ბავშვს სითბოს და მზრუნველობას აკლებდნენ ან ცოლ-ქმარს ერთმანეთი არ უყვარდა. მაშინაც კი თუ მშობლები არ ჩხუბობენ, მოზარდი გრძნობს უყვართ, თუ არა დედას და მამას ერთმანეთი. ამას გარდა, დამოკიდებულების სინდრომი აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანს. ამ დროს ქალი ან მამაკაცი თვლის, რომ ნაკლებად მიმზიდველია, ბევრი ნაკლი აქვს და სიყვარულს თითშეფასების ასამაღლებლად ებღაუჭება.
როგორ გავარჩიოთ სიყვარული და დამოკიდებულება?

განსხვავება პირველი:
სიყვარული - თქვენც და თქვენს პარტნიორსაც გიქმნით სულიერ სიმყუდროვეს.

დამოკიდებულება - პარტნიორს გამუდმებით სთხოვთ სიყვარული საქმით დაგიმტკიცოთ. უიმედოდ ცდილობთ, სიცარიელის შევსებას. გინდათ, რომ თავი დაცულად იგრძნოთ.

განსხვავება მეორე:

სიყვარული - თითოეულ პარტნიორს შეიძლება ჰყავდეს თავისი მეგობრები. ურთიერთობას არ წყვიტავს სხვა ქალებთან/კაცებთან. რასაკვირველია, არ იგულისხმება სქესობრივი კავშირი ან პლატონური გრძნობები.

დამოკიდებულება - თქვენს პარტნიორს აიძულებთ, ძველ მეგობრებთან კავშირი გაწყვიტოს, მკაცრად უზღუდავთ სანაცნობო წრეს.

განსხვავება მესამე:

სიყვარული - წყვილს ერთმანეთის სჯერა.

დამოკიდებულება - პარტნიორები ეჭვიანობენ, ცდილობენ, ერთმანეთი გადაამოწმონ.

განსხვავება მეოთხე

სიყვარული - არც ერთი პარტნიორი არ აიძულებს მეორეს შეიცვალოს, უარი თქვას თავის ოცნებებზე, ჩაცმის სტილზე, პროფესიაზე, ჰობზე და ა.შ.

დამოკიდებულება - ერთ-ერთი პარტნიორი დომინანტია და მეორეს გამუდმებით მსხვერპლშეწირვას სთხოვს.

განსხვავება მეხუთე

სიყვარული - შეგიძლიათ, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე გაერთოთ და ისიამოვნოთ.

დამოკიდებულება - პარტნიორი ჩაფრენილია საყვარელ ადამიანს და მის გარეშე რელაქსაციის საშუალებას არ აძლევს.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS