1. გაისეირნეთ ქუჩაში
ღამით ქუჩები ავტომობილებით აღარ არის გადაჭედილი და ჰაერიც სუფთავდება. სუფთა ჰაერი ტვინს აქტიურად მუშაობაში ეხმარება. მთვარის შუქზე სეირნობა შთაგაგონებთ, აზრების დალაგებაში დაგეხმარებათ და აღმოაჩენთ, რომ პრობლემის მოგვარების ხერხიც მოიფიქრეთ. სეირნობისას ხშირად ახედეთ მთვარეს.
2. იცეკვეთ
სახლში გადასწიეთ ფარდები, დადექით სარკის პირისპირ, ისე, რომ მთვარის შუქი თქვენს სხეულზე ეშვებოდეს და იცეკვეთ. იცეკვეთ გულით და არა მოვალეობის მოხდის მიზნით. გააკეთეთ ყველაზე სასაცილო პოზები, რომელიც ოდესმე თავში მოგსვლიათ. იხალისეთ საკუთარ თავთან ერთად მთვარის ფონზე.
3. მასაჟი
კომფორტულად მოთავსდით ფანჯრის წინ და მასაჟი გაიკეთეთ. თან მთვარეს უყურეთ და ხშირად გაიღიმეთ. დაიმასაჟეთ განსაკუთრებით დაძაბული სხეულის უბნები. თუ ბევრს დადიხართ - ფეხები, თუ ხშირად ზიხართ - ბეჭები, კისერი და წელი.
4. მიიღეთ ცხელი აბაზანა
წყალი სასწაულმოქმედია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვარის შუქზე ბანაობთ. ცხელი აბაზანა სისხლ-ძარღვებს გაგიფართოებთ, ტვინს სისხლი უკეთესად მიეწოდება და ამუშავდება, მთვარე კი ინსპირაცია გახდება.
5. დაკავდით იოგათი
მთვარის ენერგიის აქტიურად მიღების ერთ-ერთი სასიამოვნო საშუალებაა იოგა. ინტერნეტსივრცეში პოზიციების ვიდეოები დაძებნეთ, გაითვალისწინეთ ონლაინკონსულტანტის რჩევები და გარკვეული დრო სხეულთან ჰამრონიზციას დაუთმეთ.
რადა მახარაძე