11 იანვარი, 2016
ადამიანის ფსიქიკის დახასიათება ძილის პოზების მიხედვით
რა თქმა უნდა, არც ერთ ადამიანს არ სძინავს ერთსა და იმავე მდგომარეობაში. ღამის განმავლობაში ძილის პოზას ადამიანი საშუალოდ 40-ჯერ იცვლის, თუ სტრესულ სიტუაციაშია კიდევ უფრო მეტჯერ. მაგრამ ამასთან, ყველა ადამიანს აქვს საყვარელი პოზა, რომელსაც ყველაზე ხშირად უბრუნდება.

მაშ ასე, აირჩიე საყვარელი პოზა და შემდეგ შედეგს გადახედე:

1. ზურგზე ძილი
როგორც წესი, ამ მდგომარეობაში ადამიანი საკმაოდ მოდუნებულია. ეს ადამიანის თავდაჯერებულობასა და მის ფსიქოლოგიურ სიმტკიცეზე მიანიშნებს. ასეთი ა
დამიანები, ნებისმიერ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში თავდაჯერებულები არიან, ყოველთვის არიან მზად ახალი ნაცნობობისა და ინფორმაციებისთვის. ამ მდგომარეობაში მძინარე ადამიანი ფართოდ შლის ფეხებსა და ხელებს, ცდილობს, მეტი საცხოვრებელი ადგილი დაიკავოს.

2. "ემბრიონის" პოზა
ეს პოზა მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანს რეალური ცხოვრება აშინებს და მოვლენებში, რომლებიც მის გარშემო მიმდინარეობს, მონაწილეობის მიღება არ სურს. ასეთ ადამიანებს გვერდით აუცილებლად სჭირდებათ ლიდერი, დამცველი ან მფარველი, რომელიც რეალური ცხოვრების სირთულეებისგან დაიცავს და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

3. მუცელზე წოლა
ამ პოზაში მძინარე ადამიანი ცდილობს, საკუთარი ცხოვრების მართვას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. გარდა ამისა, უჭირს კრიტიკის მიღება, რამდენადაც მისი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება ერთად ჭეშმარიტებად ეჩვენება. ასევე შეუპოვრად და დაჟინებით ისწრაფვის მიზნისკენ, დიდ ყურადღებას აქცევს წვრილმანებს.

4. გვერდული ძილი
ეს პოზა "ემბრიონისებული" პოზისგან იმით განსხვავდება, რომ მეტად მოხერხებული და მოდუნებულია. ვისაც ამ პოზაში უყვარს ძილი, ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევიან, აბსოლუტურად ადეკვატურები, მშვიდები და საიმედონი არიან. ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას საკმაოდ მსუბუქად უდგებიან და ადვილად უმკლავდებიან სირთულეებს, ამასთან არ გამოირჩევიან ძლიერი ფსიქიკური ძალითა თუ განსაკუთრებული მახასიათებლებით.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS