11 იანვარი, 2016
მიზეზები, რომელთა გამოც ოცნება ადამიანს საფრთხეს უქმნის
ამბობენ, რომ ოცნება საზიანო არ არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. თუ თქვენ ღრუბლებში არ დაფრინავთ და მიწაზე მყარად დგახართ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

ოცნებები ხელს გიშლით რეალური ცხოვრებით იცხოვროთ

ვიდრე ოცნებობთ, დროიდან ვარდებით. წარსული შორს დარჩა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად ოცნებობთ მის შეცვლაზე, ეს კი სულიერ სიმშვიდეს გაკარგვინებთ და ნაკლებად თავდაჯერებული ხდებით. არავითარი მომავალი არ არსებობს - განსაზღვურლი მომავალი.
ყველა ილუზია მხოლოდ წარსულში
დარჩება. წარსულში, რომელშიც არაფერი ღირებული არ გაგიკეთებიათ, რადგან დივანზე იწექით და ოცნებობდით.

ოცნებები ბედნიერებაში გიშლიან ხელს

ახალი კვლევების შედეგად, გაირკვა, რომ დროის ნახევარს ადამიანი საქმეში ატარებს. მაგრამ კონკრეტულად საქმეზე არავინ ფიქრობს. ადამიანები წარსულს იხსენებენ და ნანობენ საკუთარ საქციელს, ოცნებობენ იმაზე, რაც არასდროს მოხდება. ერთადერთი საქმე, რაშიც ბოლომდე ვართ ჩართულები - სექსია. პრობლემა იმაშია, რომ ოცნებისას კარგავთ ემოციურ სტაბილურობას: მომავალზე ფიქრისას, შესაძლო წარუმატებლობას წარმოვიდგენთ, წარსულის გახსენებისას კი შეცდომების დაშვებისთვის ვკიცხავთ თავს. სწორედ ეს გვიშლის ხელს თავი ბედნიერად ვიგრძნოთ.

ოცნებები მუშაობის საშუალებასაც არ გაძლევენ

დასვენებაშიც გიშლიან ხელს. გეჩვენებათ, რომ მოსაწყენი მოხსენებების წერისას, შვებულებაზე ოცნება უკეთ გაგხდით, მაგრამ პირიქით, ასე უამრავ შეცდომას უშვებთ, თანაც ნელა მუშაობთ.წარმოსახვები და სიმბოლოები, რომლითაც თქვენი ოცნებები შედგება, სწორედ ეს ფანტაზიები იკავებს ტვინის დიდ ნაწილს. დანარჩენი კი ანალიტიკურ აზროვნებას, ინფორმაციის დამუშავებას უჭირავს. და თუ ტვინის ორივე ნაწილს ერთმანეთის პარალელურად გამოიყენებთ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმუშავებენ, რაც საბოლოოდ სამუშაოს შესრულების შეუძლებლობას გამოიწვევს.

ოცნება დეპრესიაში გაგდებთ

არაფერია ამაში გასაკვირი. ადამიანები ოცნებობენ სიმდიდრეზე, წარმატებაზე, მშვენიერ პრინცზე, რომ ეს ყველაფერი თავად მოვა, ზეციური კანცელარია ყველაფერს შეკრებს და გამოგიზავნით. მაგრამ ასე, რა თქმა უნდა, არ მოხდება. მერე თქვენი ბრწყინვალე გონება გადაწყვეტს, რომ წარუმატებელი ცხოვრება გაქვთ, არ გაგიმართლათ და ეს დეპრესიულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ. მისი გადარწმუნება კი ძალიან გაგიჭირდებათ.

ოცნებები არ ხდება

რადგან თუ ოცნებობთ საკუთარ, ბაღიან სახლზე, ეს ოცნება არ არის, ეს მიზანია. ეცადეთ, გაიხსენოთ ოცნება, რომელიც უკვე აგიხდათ - ის ხომ მას შემდეგ ახდა, როცა მასზე ფიქრი შეწყვიტეთ. სწორედ ასე მოქმედებს ვიზუალიზაციის ტექნიკა -წარმოიდგინოთ, იოცნებოთ და დაივიწყოთ. იმიტომ, რომ სურათი, რომელიც თქვენს წარმოსახვაში ჩნდება, მოქმედებაში გიშლით ხელს და საერთოდაც განერვიულებთ. როგორ აქციოთ ოცნება მიზნად? ვერ აქცევთ. ოცნებები თანმიმდევრულად არ ხდება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS