1. ხელმოწერი ზომა
გაშლილი - გლობალურად აზროვნებთ.
კომპაქტური - ორიენტირებული ხართ წვრილმანებზე და ყველა ნიუანსს მნიშვნელობას ანიჭებთ.
2. ხელმოწერის სიგრძე
გრძელი - პრობლემებს სიღრმისეულად აღიქვამთ.
მოკლე - სწრაფად ერკვევით სიტუაციაში. სამწუხაროდ, კარგად არ გამოგდით ჯგუფური მუშაობა.
3. ხელმოწერის ტიპი
მომრგვალებული - კეთილი, მიმტევებელი და რბილი ადამიანი ხართ.
მოოთკუთხედო - ჯიუტი, სისუფთავის მოყვარული, მიზანდასახული და უხეში ბრძანდებით.
4. დაშორება ასოებ
დიდი - ხელგაშლილი ხართ. ასევე გახასიათებთ ოფიციალურობა.
უმნიშვნელო - ხელმომჭირნე ხართ, გენანებათ ფულის გაცემა.
5. ხელმოწერის დახრილობა
მარცხნივ - მუდამ საკუთარი თავის შეცნობისკენ მიისწრაფით. მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობით გამოირჩევით.
მარჯვნივ - ადვილად უგებთ ადამიანებს. თქვენი ცხოვრების დაბალანსებას ახერხებთ.
დაწოლილი ასოები - სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ. მიდრეკილი ხართ დეპრესიისკენ.
სწორი - ძალიან ჭკვიანი და თავშეკავებული ხართ.
6. ხელმოწერის კუდის სიგრძე
რაც უფრო გრძელია ''კუდი," ადამიანს მით უფრო არ უყვარს კრიტიკის ან შენიშვნების მოსმენა. რაც უფრო მოკლეა ''კუდი," მით უფრო მდიდარია ადამიანი.
რადა მახარაძე