1. მიეცით ჰორმონებს თქვენი დახმარების საშუალება
მშობიარობისას გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი. ოქსიტოცინი ბედნიერების ჰორმონად მიიჩნევა, მაგრამ როცა დედა დაძაბულია, მას სტრესის ჰორმონები უპირისპირდება და ამარცხებს. მოდუნდით, ნუ იფიქრებთ ტკივილზე, კონცენტრაცია მოახდინეთ შვილზე, რომელიც მალე ქვეყანას მოევლინება.
2. ქმარი გვერდიდან არ მოიშოროთ
როცა ქალი გრძნობს, რომ მასზე ზრუნავენ, მისი ხელი უჭირავთ და ცდილობენ, მხარში დაუდგნენ, თავს იმედიანად გრძნობს. მშობიარობის პროცესში გამოწვეული ტკივილიც უფრო ადვილი დასამარცხებელი ხდება. ქმარი ცოლის მშობიარობას
3. იყავით თავდაჯერებული
მეცნიერები თვლიან, რომ ცხრა თვე საკმარისია ქალის ფსიქოლოგიურად მომზადებისთვის. მაგრამ თუ მეშვიდე- მერვე თვეში მიხვდებით, რომ მშობიარობის ჯერ კიდევ ძალიან გეშინიათ, მიმართეთ პროფესიონალს. ფსიქოლოგი შიშის მართვას გასწავლით. რაც უფრო თავდაჯერებულია ქალი, მით მცირეა ტკივილი.
4. წყალში მშობიარობა
ქალები, რომლებმაც წყალში იმშობიარეს ირწმუნებიან, რომ ეს ხერხი ჩვეულებრივზე უფრო უმტკივნეულოა. წყალი ქალის მშობიარობას ამარტივებს და ბავშვის დაზიანებასაც გამორიცხავს. აღსანიშნავია ის, რომ წყალში მშობიარობა მაინც არ ითვლება ფიზიოლოგიურად, ვინაიდან ჩვენ თევზები არ ვართ.
რადა მახარაძე