თუ ამ სტატიას კითხულობ, ალბათ მამაკაცმა მიგატოვა ან ერთად ხართ, მაგრამ მიტოვების შიში მაინც გაქვს. აქ შეგიძლია გაიგო, როგორ დაიბრუნო ის.
თუ ქალის ფორუმებზე შეხვალთ და იკითხავთ "რატომ მიდიან მამაკაცები", დასკვნა ერთია - მიზეზი თავად მამაკაცია."მათ ყველაფერი ახალი უნდათ.. კაცს ნებისმიერი ქალი ბეზრდება... სხვაუფრო ლამაზია, დიდი მკერდი აქვს, დაყენებული დუნდულები, ახალგაზრდაა..და
მნიშნელოვანია მხოლოდ - მდგომარეობა.
მაშინ რატომ ხდება რომ წყვილების 98%-ს ერთნაირი ისტორია აქვს?
ეს იმიტომ, რომ ასეთია სიყვარულის კანონი. ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვარდებათ. შეყვარებულობა ეს ის პერიოდია, როცა ყველაფერი თანმიმდევრულად მიდის, მაგრამ ეს მდგომარეობა მხოლოდ 2 წელიწადს გრძელდება. რამდენადაც ქალი მიეჩვია ყველაფერი ასე მარტივად აკეთოს, არც კი ფიქრობს რა უნდა გააკეთოს გრძნობების განელების შემდეგ და მოქმედებას იმავე პრინციპით აგრძელებს - "ადრე ხომ ყველაფერი კარგად იყო".
მაგრამ ახლა შედეგი სხვაა და მამაკაცი მიდის.
სასიხარულო სიახლეც გვაქვს. მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია:
გარეგნობა
შეინარჩუნე ის სილამაზე, როგორიც ურთიერთობის დასაწყისს იყავი. კიდევ უფრო უკეთესია, თუ კიდევ უფრო გალამაზდები.
მამაკაცს სურვილია ყოველთვის ლამაზს გხედავდეს. ეს შენი მთავარი ვალდებულებაა.
მიღება
ისწავლე, მამაკაცი ისეთი მიიღო, როგორიც არის. ყველას აქვს დადებითი და ნაკლოვანი მხარეები, ეს ნორმალურია. ნუ ეცდები მის შეცვლას.
სიხარული
სიხარულით აღსავსე ქალი - მამაკაცს შეუძლია დაუსრულებლად უმზიროს მას. თუ მისი სახლში მოსვლა არ გახარებს, ნუ გაგიკვირდება რატომ არ ჩქარობს შინ მოსვლას. მაშინაც კი, თუ 10 წელია ერთად ხართ, მისი მოსვლა ისევე უნდა გიხაროდეს, როგორც ადრე.
მადლიერება
რაც მეტად ავლენს ქალი მადლიერებას მამაკაცის მიმართ, თუნდაც წვრილმანებში, კიდევ უფრო მეტად სურს მამაკაცს ქალი გაახაროს.
და პირიქით, როცა ქალი ნაჩუქარს ისე იღებს, როგორც ვალდებულებას, მამაკაცს არავითარი სურვილი აღარ აქვს, გააგრძელოს მისი გახარება, მეტი გააკეთოს ოჯახისთვის.
აღტაცება
ყოველთვის აღტაცებული იყავი მისი მამაკაცური შესაძლებლობებით, გამარჯვებებით და ა.შ. როცა ქალი მისით აღტაცებულია, მამაკაცი სულ უფრო მეტად ძლიერდება, რაც საბოლოოდ ბედნიერ და ღირსეულ ოჯახზე აისახება.
საჭიროება
მამაკაცი მოვლენილია იმისთვის, რომ თავი საჭიროდ იგრძნოს და თუ ამას ვერ გრძნობს, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიდის. როდის ვერ გრძნობს ის თავს საჭიროდ? როცა ქალს ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად შეუძლია. მიეცი საჭიროების უფლება. სთხოვე სამზარეულოში ბუზი მოკლას. მადლობა გადაუხადე, გაიხარე. მერე უფრო რთულ დავალებებზე გადადი და თვალი მიადევნე, როგორ შლის ფრთებს.
სხვა შემთხვევაში ის პატარა, დაუცველ გოგონასთან გაიქცევა, რომელიც ასე სულელად გეჩვენებათ.
თავისუფლება
ქალს უნდა ესმოდეს, რომ მამაკაცისთვის თავისუფლება აუცილებელი პირობაა.
თუ ბრაზდები, ღიზიანდები იმის გამო, რომ დასვენების დღეების მეგობრებთან გატარება სურს ან თუნდაც განმარტოვება უნდა ფიქრისთვის, სასწრაფოდ უნდა შეიცვალო მიდგომა, თუ არ გსურს, რომ მიგატოვოს.
მამაკაცი უბრალოდ გაქრება
თუ ყველაფერი კარგად არის და მამაკაცი მოულოდნელად ქრება, მიზეზი ორია:
ა. მორალურად თავს ცუდად გრძნობს. ცოტახნით განმარტოება სჭირდება.
ბ. მამაკაცი მას არ აფასებს როგორც ქალს.
უნდა ისწავლო მისი თანადგომა, გააძლიერო, გააცნობიერო, რომ მამაკაცს ძალების მოსაკრებად ხანდახან განმარტოება სჭირდება - თევზაობა, მეგობრებთან შეხვედრა, ფეხბურთი და ა.შ. გაიგე, რომ ეს ხშირად განმეორდება შენს ცხოვრებაში, ვიდრე არ გააანალიზებ ქალისა და მამაკაცის ბუნების სხვაობას.
პენი ლეინი