10 იანვარი, 2016
თქვენი ხასიათის დახასიათება თითის ფორმის მიხედვით
შეხედეთ სურათს და დააკვირდით, რომელი თითი უფრო ჰგავს თქვენსას.
გთავაზობთ ვარიანტებს:

A თითი
თუ A ტიპის თითი გაქვთ, თქვენ გრძნობებს მალავთ, არ ავლენთ. უფრო თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად მოგაქვთ თავი, ვიდრე იმ ხალხს წარმოუდგენია, ვინც გიცნობთ.

როგორც წესი სამართლიანი ხართ და ტყუილი ყველაზე მეტად გძულთ. შეგიძლიათ ემოციური იყოთ, მაგრამ კეთილი ხართ და არავითარ დასჯის მეთოდებს არ იყენებთ.

თქვენი ცხოვრება მხიარულებითაა სავსე და დიდი გული გაქვთ, მაშინაც კი, როცა თქვენი გარეგანი ნაჭუჭი უფრო მყარი ჩანს, ვიდრე არის.
დრო და დრო ექსცენტრიულებიც ხართ.

B თითი
ამ შემთხვევაში თქვენ გაკლიათ თავდაჯერებულობა. გარშემომყოფებთან ურთიერთობა გიჭირთ, განსაკუთრებით უცნობებთან. სანაცვლოდ ადვილად გიყვარდებათ და თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ძალიან კარგად ექცევით. მაშინაც კი, თუ კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევით, "წურბელა" თქვენი ზედმეტსახელია.

თუ მობილიზებას მთლიანად მოახდენთ და თქვენს ნიჭს რაიმე მნიშვნელოვანისკენ მიმართავთ, ვეღარაფერი შეგაჩერებთ. უბრალოდ "თიშავთ" გონებას და წარუმატებლობის არასდროს გეშინიათ. ამ დროს თქვენი გულის ტკენა არ შეიძლება.
თუ რაიმემ ჭეშმარიტად მიიქცია თქვენი ყურადღება - ამას უშიშრად აკეთებთ, ითმენთ წარუმატებლობასა და ტკივილს.

C თითი
თუ C ტიპის თითი გაქვთ, სამყაროს ნამდვილი ანგელოზი ხართ.

ხართ ემოციური. დაუფიქრებლად და საკმაოდ ადვილად უშვებთ ყველაფერს, რაც გაღიზიანებთ. როცა უსამართლობას ხვდებით, გარშემომყოფებს თქვენი სერიოზული რეაგირების ნამდვილად უნდა ეშინოდეთ.

ამ ყველაფერთან ერთად კი ძალიან ნაზი და სასიამოვნო პიროვნება ხართ. თქვენთვის მთავარია გარე სამყარო უკეთესი გახდეს და ყველა ბედნიერი იყოს.

პენი ლეინი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS