09 იანვარი, 2016
როგორ დავიზღვიოთ თავი ღალატისგან: 4 ხერხი, რომელიც ნამდვილად ამართლებს
მამაკაცების მხოლოდ 5% არ ღალატობს თავის რჩეულს. ალბათ დამეთანხმებით, რომ შემაშფოთებელი სტატისტიკაა. გსურთ, ღალატი თავიდან აიცილოთ და თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს? გთავაზობთ 4 რეალურ ხერხს:

1. აირჩიეთ კაცი მაღალი IQ-თი
რაც უფრო მაღალია კაცის ინტელექტი მით უფრო ნაკლებად არის მიდრეკილი ღალატისკენ. ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ოჯახისადმი პატივისცემა და ცოლისადმი ერთგულება კაცის IQ-ზეა დამოკიდებული. ჭკვიანი კაცები ქვეცნობიერის დონეზე ხვდებიან, რომ სტაბილურად ერთ ქალთან ყოფნა უსაფრთხო და მომგები
ანია.

2. აირჩიეთ კაცი, რომელიც ნამდვილად გიყვართ
თუ რამდენიმე თაყვანისმცემელი გყავთ, ან ორ კაცზე ხართ შეყვარებული, როგორც ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“, ცხოვრების მეგზურად აირჩიე ის, ვინც ნამდვილად გიყვართ. გი დე მოპასანი წერდა:„თუ ორი კაცი გიყვართ, მეორე აირჩიეთ. პირველი რომ ნამდვილად გყვარებოდათ, მეორეს ვერ შეიყვარებდით." ქალების 17% ქმარს ღალატობს და საყვარლისგან შვილსაც კი აჩენს. თუ ქალს კაცი ნამდვილად უყვარს, ზრუნავს მასზე და სიყვარულს დიდი დოზით აწვდის. ეს ორი კომპონენტი კაცს ქალისადმი ერთგულების სურვილს უჩენს.

3. ხშირად დაკავდით ერთობლივი საქმით
თუ კოლეგები ხართ, ერთად პროექტები წამოიწეთ. თუ ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესია გაქვთ, იპოვეთ საერთო ჰობი და ინტერესი. იმოგზაურეთ, იარეთ თეატრში, კინოში ან დაკავდით სპორტით. ეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ ერთად და მოგონებებით დაიხუნძლოთ.

4. მეტი სექსი
გერმანელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა: თუ ექსიტოცინის შემცველ სპრეის იყიდით და სახლში გააფრქვევთ, ალბათობა იმისა რომ ქმარი გიღალატებსთ 60%-ით შემცირდება. თუ მსგავს სპრეის ვერ ნახავთ, შეგიძლიათ უბრალოდ ხშირად დაკავდეთ სექსით, რადგან სქესობრივი აქტისას სწორედ ეს ჰორმონი გამომუშავდება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS