ვერძი
ვერძს მაღალი ენერგეტიკა და თვალისმომჭრელი ბრწყინვალება იზიდავს. უყვარს დეკოლტირებული მოკლე კაბები, სექსუალური ღიმილი და საუბარი, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს. არ დაიშუროთ შექება, აღტაცება, იყავით გულახდილი. განიხილეთ მისი სამსახური დეტალებში, თავი განსაკუთრებულ პიროვნებად აგრძნობინეთ.
კურო
კურო მიწიერ სიამოვნებებს საჭიროებს - ჭამით დაწყებული, სექსით დამთავრებული. ამიტომ გაბედულად მიიწვიეთ სახლში ელეგანტურ ვახშამზე. მაგიდა ფრანგულ ღვინოსთან ერთად
ტყუპი
ვინაიდან ტყუპები ადამიანებს გონებრივი შესაძლებლობებით აფასებენ, თქვენს აცმულობას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც მისი ყურადღების მიქცევა გონებამახვილურობით შეიძლება. დაატყვევეთ თქვენი ინტელექტით, შემდეგ კი მოულოდნელი ნაბიჯი გადადგით, მაგალითად, დაუმშვიდობებლად წადით. ტყუპებს უყვარს დამალობანას თამაში, ამას კი გამოწვევად მიიღებს და გამუდმებით იფიქრებს, როგორ მოახერხოს თქვენი მეორედ ხილვა. ემოციურად დამოუკიდებელი ტყუპები მუდმივ დაძაბულობაში უნდა ამყოფოთ, რათა მალევე არ მობეზრდეს ურთიერთობა.
კირჩხიბი
მორცხვი, თავდაუჯერებელი კირჩხიბი ხშირად იკეტება საკუთარ თავში. იგი თავდან შეიძლება ცივ ადამიანად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ნიღაბი მხოლოდ მის კომპლექსებს მალავს.
კირჩხიბი მხიარულ ქალებზე რეაგირებს. დაანახეთ, თუ როგორ გიყვართ სიცოცხლე, დაამყარეთ უბრალო, მეგობრული ურთიერთობა. იყავით კეკლუცი და გონებამახვილი. სხეულის ენითა და არომატებით აღაგზნეთ იგი. და რაც მტავარია თბილი გარემო შექმენით, რათა დაინახოს, რომ ურთიერთობის გაგრძელება გსურთ.
ლომი
ლომს სნობიზმი ახასიათებს, ამითომ თუ თქვენ ულამაზესი ხართ, ცნობილი ხართ და თქვენში სამეფო სისხლი ჩქეფს, მოგიწევთ თქვენი ღირსებების დასაბუთება. გარდა ამისა, ეცადეთ მუდმივად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ, დაამუნჯეთ ღიმილით და დაუსვით შეკითხვები, რომლებიც მას აინტერესებს. ყოველი პასუხის შემდეგ აღტაცება გამოხატეთ, შემდეგ კი მიიწვიეთ რაიმე ღონისძიებაზე, სადაც არა მხოლოდ მონაწილე, მთავარი მოქმედი გმირი იქნებით და იბრწყინებთ.
ქალწული
მორცხვ ქალწულს ძალზედ დაავალებთ, თუ ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, ისე უნდა იმოქმედოთ, რომ მისი ღირსება არ შეილახოს. ქალწული სერიოზული პიროვნებაა, ამიტომაც თქვენი ცხოვრებისეული პოზიცია და ერუდიცია მიიქცევს მის ყურადღებას. მას არ უყვარს გამომწვევი ჩაცმულობა, ამიტომაც ჩაიცვით ელეგანტურად. იხილეთ გაგრძელება