1. არ დაგემართებათ რევმატოიდური ართრიტი
რევმატოიდული ართრიტი არც თუ ისე ახალი დაავადებაა, მაგრამ მეცნიერებმა ბოლომდე მაინც ვერ შეისწავლეს. რევმატოიდური ართრიტი სახსრების დაავადებაა, რომელმაც ადამიანი ინვალიდის ეტლს შეიძლება მიაჯაჭვოს. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი მასის ინდექსი ამცირებს ამ დაავადების რისკს, ასე რომ მსუქან ადამიანებს რევმატოიდული ართრიტის არ უნდა ეშინოდეთ.
2. არ დაგემართებათ ხანდაზმულთა
დემენციის დროს ხანდაზმული პაციენტი ნახევრად კარგავს მეხსიერებასა და სწორად განსჯის უნარს. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრამვამ, სიმსივნემ, იმუნური დარღვევისგან გამოწვეულმა სისხლ-ძარღვების პრობლემებმა, ნერვული სისტემის დაავადებებმა, ინფექციებმა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ და ვიტამინების ნაკლებობამ. ექიმები გვარწმუნებენ, რომ ჭარბწონიან ადამიანებს ორგანიზმში მეტი ვიტამინი D და E აქვთ ვიდრე გამხდრებს, სწორედ ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა რომ ხანდაზმულობისას დემენცია დაემართოთ.
3. არაჩვეულებრივი იმუნიტეტი აქვთ
მსუქანი ადამიანების იმუნიტეტი ძლიერია, ისინი საკვებიდან იღებენ ყველა საჭირო ნივთიერებას, რაც კვებავს ორგანიზმს. სწორედ ამიტომ იშვიათად ეყრებათ ვირუსი და ადვილად ამარცხებენ ავადმყოფობას.
4. განვითარებული რეგენერაციის უნარი აქვთ
რეგენერაცია გულისხმობს სხეულის დასახიჩრებული ან დაკარგული ნაწილების აღდგენას. რაც უფრო განვითარებულია თქვენი რეგენერაციის უნარი, მით უფრო სწრაფად აღგიდგებათ შინაგანი ორგანოები, უჯრედები, ქსოვილები, შეგიხორცდებათ ჭრილობები. პუტკუნა ადამიანის ცხიმს 38მლ. გრ-იანი ტყვიის შეკავებაც შეუძლია. როცა ავადმყოფობთ ორგანიზმს დიდი ენერგია სჭირდება გამოჯანმრთელებისთვის, ამ დროს ცხიმი წვას იწყებს და ენერგიაც გამომუშავდება.
5. დაზღვეული ხართ ნაადრევი ეაკულაციისგან
ჭარბწონიანი კაცების სექსი 7,5 წუთით უფრო დიდხანს გრძელდება ვიდრე გამხდრების. საქმე იმაშია, რომ პუტკუნები უფრო მეტ ესტრადიოლს გამოიმუშავებენ. ეს არის ჰორმონი, რომელიც სქესობრივ აქტივობას განსაზღვრავს.
რადა მახარაძე