08 იანვარი, 2016
რატომ უნდა გადაერთოთ სიგარეტიდან ჩილიმზე?
დღეს თბილისში ბევრი ჩილიმბარია, სადაც ადამიანები გართობისა და რელაქსაციის მიზნით დადიან. ბარებში სხვადასხვა არომატის ჩილიმს გთავაზობენ. ყველაზე პოპულარულია: ბანანი, ვანილი, პიტნა, ვარდი და მარწყვი.

მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩილიმი ინდოეთში შეიქმნა. თუმცა მისი წარმოშობა სადავო საკითხია, რადგან ჩილიმს უძველეს დროში მთელ აზიაში მოიხმარდნენ.

ამ მოსაწევს ჩვეულებრივ გამაბრუებელი დანიშნულება არ აქვს, შესაბამისად არც თრობის საშუალებად ითვლება და არც ნარკოტიკად. ადამიანების ნაწილი ჩილიმში წყლის მაგივრად ალკოჰოლს ამატებს. ამ შემთხვევაში ჩილიმი გათრობთ და გაბრუებთ.

ჩილიმი ნიკოტინს შეიცავს. მეცნიერების
აზრით, ნიკოტინის მცირე დოზა ჯანსაღ ორგანიზმს ყოველწლიურად ესაჭიროება. ჩილიმის ერთჯერადი მოხმარებით იმაზე მეტ ორთქლს ისუნთქავთ, ვიდრე ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევით. ჩილიმი გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სიგარეტი, რადგან მასში სპეციალურად დამუშავებულ თამბაქოს დებენ. მსგავსი თამბაქო 40%-ით ნაკლებ ზიანს აყენებს ფილტვებს. მცირდება ფილტვის კიბოს გაჩენის რისკი. ამასთან ერთად ჩილიმს სასიამოვნო სუნი და გემო აქვს.

თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ სიგარეტის ან ჩილიმის მოწევისგან თავს შეიკავებთ, ეს თქვენივე ჯანმრთელობისთვისაა კარგი. 

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS