სთხოვეთ ქალს, ფული გადაითვალოს. ქალს ფულის დათვლა ძალიან უყვარს, მაგრამ არაფხიზელ მდგომარეობაში ამ დავალებას თავს ვერ გაართმევს. ოთახიდან გასვლისას ან ქუჩაში სეირნობისას დააკვირდით თქვენს პარტნიორს ფეხი ერევა თუ - არა. შეიძლება, უნებურად ხეს/ბოძს შეასკდეს ან მხარი გაჰკრას და სერიოზულად იტკინოს. მაგიდასთან ჯდომისას მთვრალი ქალები ჭიქებს კიდეზე დებენ, ან ხელიდან უცვივათ.
2. ხმა
მთვრალ ქალს ხმა ეცვლება, უწვრილდება და უნაზდება. ასევე იმაზე ხმამაღლა საუბრობს ან იცინის, ვიდრე ჩვეულებრივ. შეიძლება, თავისი საიდუმლოებებიც კი ხმამაღალ ტონალობაში გაგანდოთ.
3. რეაქცია
4. თვითშეფასება
მთვრალი ქალები საკუთარ ნაკლოვანებებს მძაფრად აღიქვამენ და ტირილს იწყებენ. მათი თავდაჯერებულობა საპნის ბუშტივით სკდება. ახსენდებათ ყველა ის კაცი, რომელმაც მიატოვა ან ყურადღება არ მიაქცია. თვალწინ უდგებათ თავიანთი ცხოვრების წარუმატებელი მომენტები.
რადა მახარაძე