08 იანვარი, 2016
გაიგეთ ყველაფერი კარმულ დაავადებებზე და მათგან განკურნების მეთოდებზე
დაავადება ნიშანია იმისა, რომ ადამიანი სამყაროსთან ჰარმონიაში ვეღარ მოდის და არღვევს მის წესებს. თუ ადამიანი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ დაავადდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც შეცდომა დაუშვა, დაარღვია ბუნების კანონები და უარყოფითი კარმა დააგროვა.

ბავშვების დაავადება კი დამოკიდებულია მშობლების ქცევებსა და ფიქრებზე. ოჯახური ატმოსფეროს დარეგულირება ბავშვს გამოაჯანმრთელებს.

როგორც ამბობენ, ყველაფერი ნერვულ სისტემაზეა დამოკიდებული.
მშვიდი, გაწონასწორებული და ოპტიმისტი ადამიანები ნაკლებად ავადმყოფობენ და დიდხანს ცოცხლობენ.

დადებითი ემოციებისა და განწყობის შემთხვევაში იზრდება ენერგიათა ცვლის პროცესი, რაც ხელს უწყობს სიხარულს,
სიკეთეს, ოპტიმიზმს, რწმენას, სიყვარულს.

ენერგიათა ცვლა ფერხდება, თუ ადამიანი გაბრაზებული, გაღიზიანებულია, შურს, უნდობლად განეწყობა, ეჭვიანობს, ეშინია.

სწორედ ენერგიათა ცვლაზეა დამოკიდებული ადამიანის აურა. თუ აურა დაბინძურდა, სხვადასხვა სახის დაავადებები ჩნდება, სასიკვდილოც კი.

ზოგიერთი დაავადების მიზეზები:

ალერგია - საკუთარი შესაძლებლობების უკუგდება.

გრიპი - რეაქცია რწმენის უარყოფაზე.

გაციება - გაღიზიანება.

გასუქება - რაიმესგან თავის დაცვა.

კბილების პრობლემები - არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება.

ფილტვების პრობლემა - შიში იმისა, რომ არ მოგისმენენ, ვერ გაგიგებენ, შინაგანი ფორიაქი.

კუჭი - შიში და გარშემომყოფების მიმართ შური.

მსხვილი ნაწლავი - სტაბილურობისკენ სწრაფვა, შიში ცვლილებების მიმართ, აღტაცების გარეშე ცხოვრება.

გული - სიყვარულის გამოხატვის შიში, ემოციების მოთოკვა, სიხარულის ნაკლებობა.
მოუსმინეთ თქვენს გულს;

თირკმლები - ზურგის ტკივილი, ეპილეფსია, გარე სამყაროს მიუღებლობა, არეულობის შიში;

ღვიძლი
- დარწმუნება იმაში, რომ უნდა შეინახოთ სიბრაზის გრძნობა. საკუთარი ქმედებების გამუდმებით გამართლება.

ცხვირი - ჩაკეტილობის სურვილი. უნდა დაისვენოთ ადამიანებისგან, პრობლემებისგან, ძალ-ღონე მოიკრიბოთ და კონფლიქტები მოაგვაროთ.

ყურები - თავხედობა, არ გსურთ მოსმენა. შინაგან ხმას მოუსმინე. უსმინე და ისწავლე.

პირი
- არ შეგიძლიათ აღიქვათ ახალი შთაბეჭდილებები და მიიღოთ ახალი იდეები.

კისერი - შიში, გრძნობების განელება, რაიმეს მიუღებლობა. იყავი ის, რაც ხარ.

ხველა - რაიმესგან თავის დაღწევის, განთავისუფლების სურვილი.

ინფაქტი - დაგროვილი ბოროტება და ზიზღი;

ანემია - სიხარულის ნაკლებობა, დინამიურობისა და ძალების გამოცლა.

ჰიპერტონია - არ შეგიძლიათ პრობლემის გადაჭრა, კონფლიქტის თავიდან აცილება. ისწავლე წარსულის უკან დატოვება, მიიღე და გადალახე პრობლემა.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება
- მოქნილობის ნაკლებობა, ძალის გამოცლა, შინაგანი დაძაბულობა. განთავისუფლდი შინაგანად და სისხლიც თავისუფლად ამოძრავდება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS