08 იანვარი, 2016
5 რამ, რაც დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუკი დღეში 1 კვერცხს შეჭამთ
ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ კვერცხი მძიმედ გადასამუშავებელი პროდუქტია და რომ ის სავსეა ქოლესტერინით. ამიტომაც ბევრმა სრულიად გამორიცხა კვერცხი რაციონიდან.
მრავალი კვლევის ჩატარების შემდეგ, დღეს დიეტოლოგები სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ: კვერცხი აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს დიაბეტი და ალერგია, უნდა შეამცირონ ამ პროდუქტის მიღება. დანარჩენებისთვის კვერცხი – შეუფასებელია! და აი, რატომ უნდა ჩართოთ ეს პროდუქტი თქვენს ყოველდღიურ რაციონში...

რამდენი კვერცხი შეიძლება, რომ მივირთვათ დღეში

1. კვერცხი – მარტივად შეთვისებადი პროდუქტია
კვერცხის ცილის 98% ორგანიზმის მიერ
შეითვისება. ეს შესანიშნავი საშენი მასალაა ახალი უჯრედებისთვის. მნიშვნელოვანია კვერცხი კუნთოვანი მასის გაზრდისთვისაც.

დღეში 1 კვერცხის მიღებით, შეძლებთ აკონტოლოთ წონაც. მკვებავი ცილოვანი პროდუქტი სწრაფად დაგანაყრებთ, დაგიქვეითებთ მადას და მეტაბოლიზმს შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით სასარგებლოა კვერცხის საუზმედ მირთმევა. ასე გააკონტროლებთ შიმშილის ჰორმონს, გრელინს და ბევრს აღარ შეჭამთ.

2. კვერცი მდიდარია უამრავი ვიტამინით
ამ უნიკალურ პროდუქტში მთელი რიგი ვიტამინი შედის. ერთ კვერცხში არის A და D ვიტამინების დღიური ნორმა. ასევე, ფოსფორი, რკინა, თუთია, იოდი, რეტინოლი, რიბოფლავინი.

თუკი ყოველდღიურად 1 კვერცხს მიირთმევთ, შეგიძლიათ არც ინერვიულოთ თვალების ჯანმრთელობაზე: ანტიოქსიდანტი ლუტეინი დაიცავს თვალის კუნთს ასაკობრივი დეგრადაციისგან, ხოლო ვიტამინ A-თი ე.წ. ქათმის სიბრმავეს აიცილებთ თავიდან. იხილეთ სრულად 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS