07 იანვარი, 2016
როგორ შევინარჩუნოთ სამსახური?
კერძო ფირმები და ბიზნესები პანტაპუნტით იხურება, ვაკანსიები სულ უფრო და უფრო მცირდება, თანამშრომლები შემცირებაში ყვებიან და სამსახურის გარეშე რჩებიან. ვინაიდან საქართველოში ეკონომიკური კრიზისია, გთავაზობთ ადგილის შენარჩუნების 5 პრაქტიკულ ხერხს.

1. თქვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქმე და არა სამუშაოდ განკუთვნილი 8 საათი
ნუ შეამოწმებთ საათს ყოველ ნახევარ საათში. სამსახურიდან გაქცევის სურილი არ უნდა გქონდეთ. კონცენტრირება მოახდინეთ სამუშაოზე. თუ დავალების შესასრულებლად 8 საათზე მეტი დაგჭირდათ, დარჩით სოფისში და საქმე ბოლომდე მიიყვანეთ.

2. ორგზანიზაციის დანახარჯს საკუთარი ჯიბის დანახარჯივით მოეკიდეთ
არ
დატოვოთ ანთებული შუქი სამზარეულოსა და საპირფარეშოში, დაზოგეთ ფურცლები, საყიდლებზე წასული ნუ შეიძენთ ყველაზე ძვირიან კატრიჯს. იყავით ეკონომიური. უფროსი აუცილებლად შენიშნავს ამას და დააფასებს.

3. მორიდების გარეშე მოუყევით უფროსს რამდენ მშიერს აპურებთ ოჯახში
უფროსმა უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ თქვენი გამომუშავებული ფული არჩენს ოჯახს. როდესაც კადრების შემცირებას დაიწყებენ უნდა გაითვალისწინონ თანამშრომლების ოჯახური მდგომარეობა. თუ თქვენ ოჯახისწევრებისთვის ერთადერთი მარჩენალი ხართ, პრივილეგია გენიჭებათ. უფროსიც ადამიანია, ამიტომ გაითვალისწინებს ამას.

4. გახდით შეუცვლელი
რაც უფრო ნაყოფიერად იმუშავებთ და ფირმას შემოსავალს მოუტანთ, მითუფრო საჭირო გახდებით. სამსახურიდან ათავისუფლებენ ისეთ კადრს, რომლის შემცვლელიც ადვილი საპოვნელია. საჭიროა უფროსმა იცოდეს, რომ თქვენ შეუცვლელი თანამშრომელი ხართ.

5. არასდროს არაფერი ითხოვოთ...
მესმის რთულია, როცა ხელფასს აგვიანდება შენ კი თევზივით პირში წყალი გაქვს ჩაგუბებული, მაგრამ მოთმინება გმართებთ. არ შეახსენოთ უფროსს, რომ ანაზღაურების გაცემის დროა, მან თავადაც იცის. არ მოსთხოვოთ მომავალი თვის ავანსი ან შვებულება შეუფერებელ დროს.

რადა მახარაძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მე
1 გამოგრჩათ : იყავით მონა!!!!
22:32 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS