07 იანვარი, 2016
რას ამბობს თქვენზე თქვენი საცვალი
ამბობენ ადამიანები ერთმანეთს სამოსის მიხედვით ხვდებიანო. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად ასეა. მოსაუბრის სამოსის შეფასებისას, მის ხასიათზე გარკვეულ შთაბეჭდილებას ვიქმნით. და რა შეიძლება ქალზე თქვას მისმა საცვლებმა?
ეს უცნაური შეკითხვა ცნობილი ამერიკული ჟურნალის Woman’s day-ს რედაქციაში გაჩნდა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჟურნალის ექსპერტებმა მთელი რიგი სისტემა შექმნეს.

გთავაზობთ დასკვნებს:

1. ბამბის ტრუსები
მხიარული და სასაცილო ხართ. ბავშვობიდან მოყოლებული გიყვართ გარშემომყოფების გაცინება. თქვენი რწმენა და ოპტიმიზმი მეგობრებსა და ნათესავებს ხშირად ავიწყებს პრობლემებსა და წარუმატებლობას.
ახლაც ასევე გიყვართ
ღიმილი და სიცილი, ანეგდოტები და იუმორისტული ისტორიები. ამასთან ძალიან მგრძნობიარე და თანაგრძნობით აღსავსე ადამიანი ხართ. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, გვერდში დაუდგებით. იდეალური მეგობარი ხართ.

2. ბოქსიორის სტილის შორტები
გიყვართ სიფაქიზე, ჩახუტება, კოცნა, კომპლიმენტები. არაჩვეულებრივი მრჩეველი ხართ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის ხართ შექმნილი. თუმცა როგორც სწრაფად იღებთ შემოსავალს, ისე სწრაფად ხარჯავთ. გამუდმებით სადღაც აგვიანებთ.
ძალიან ენერგიული ხართ და ამ ენერგიის სწორად მიმართვა გეხერხებათ. თქვენთან არ მოიწყენენ.

3. მაღალწელიანი ტრუსები
ხანდახან გეჩვენებათ, რომ სხვა ეპოქაში დაიბადეთ. გიყვართ კორსეტიანი სამოსი, შლაპები და სიმდიდრე. წითელი პომადა კი თქვენი მთავარი იარაღია. მოგწონთ ჰოლივუდის ძველი ფილმებიდან მსახიობები და აზრიანი ფილმები. უპირატესობას ანიჭებთ კლასიკურ თეატრალურ დადგმებს. ერთი სიტყვით ინტელიგენციის წარმომადგენელი ხართ, მაღალი საზოგადოების წრიდან.

4. სტრინგი
ძალიან ამბიციური ადამიანი ხართ. შემდეგი პრინციპით ცხოვრობთ -"ვხედავ მიზანს - დაბრკოლებებს ვერ ვხედავ". სასურველი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებთ. ამასთან სიყვარულისა და ოჯახის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. ხანდახან სულის სიღრმეში საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ ამ ყველაფერს არა საკუთარი თავისთვის, არამედ მათთვის აღწევთ. და ეს სიმართლეა.

5. მაქმანიანი ტრუსები
თქვენი სტილი ძალიან ელეგანტურია და ეს ელეგანტურობა ყველაფერში შეგაქვთ, რასაც ატარებთ. ყოველთვის შეუდარებლად გაცვიათ. ქალები ხშირად გბაძავენ, მამაკაცები კი თქვენით აღფრთოვანებულები არიან.
არასდროს იღებთ სხვის სტილს, რადგან თქვენი ინდივიდუალური და გამორჩეული სტილი გაქვთ.

6. წარწერებიანი ტრუსები
სიცოცხლით სავსე ადამიანი ხართ, რომელსაც მეგობრების, კაფეში განტვირთვებისა და დაუსრულებელი წვეულებების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. თქვენზე ამბობენ - "ადამიანი დღესასწაული". ხანდახან ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი წვეულება დაგროვდა, თუმცა შემოთავაზებებზე უარს მაინც არავის ეუბნებით.
ყოველთვის თქვენს ტალღაზე ხართ - ყოველთვის უსმენთ საყვარელ სიმღერებს, სიცოცხლე გიყვართ. უბრალოდ თავისუფალი ადამიანი ხართ, დღევანდელი დღით ცხოვრობთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS