07 იანვარი, 2016
რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მამაკაცი შთააგონოს და წარმატებისკენ უბიძგოს
უძველესი ტრადიციის მიხედვით, სწორედ ქალია შემოქმედი ენერგიის მატარებელი, მამაკაცის შთაგონების წყარო. მამაკაცს ქალის ენერგიის სტრუქტურირება შეუძლია, მატერიალურ კეთილდღეობად აქცევს მას.

მიიჩნევა, რომ მამაკაცს ქალის ენერგიის გარეშე, არ შეუძლია სრულად მოახდინოს მისი პოტენციალის რეალიზება, გამოიმუშავოს საკმარისი ფული, სასურველ თანამდებობას მიაღწიოს. შესაბამისად რაც მეტია ქალში ქალური ენერგია, მით უფრო წარმატებულია მის გვერდით მყოფი მამაკაცი. ქალს ბუნებით ერგო, გახადოს მამაკაცი წარმატებული.

თუ ქალის ცხოვრებაში არეულობაა, ან მის გვერდით საჭირო მამაკაცი არ არის, ან მისი ქმარი წარუმატებელია, პირველ რიგში
საკუთარ თავს შეხედეთ. დაუსვით გულახდილი შეკითხვები - "გავაკეთე თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი მამაკაცი წარმატებული და მდიდარი იყოს? " შესაძლოა, ეს მამაკაცის ბრალი სულაც არ არის, ეს უბრალოდ ქალის არასაკმარისი ენერგიაა, რაც ეხმარება ფინანსების მიზიდვაში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მამაკაცი, რომელიც ამ ენერგიას იღებს, შესაბამისად აფასებდეს და წარმატების სურვილი ჰქონდეს. მამაკაცის წარმატებაში, ქალის დამსახურება 50%-ია.

არ არსებობს მამაკაცი, რომელიც წარმატებისკენ არ ილტვის. ეს მისი ბუნებაა. არასწორი აღზრდა, გამუდმებით კრიტიკა, ბევრი წარუმატებლობა, ხანდახან გაფიქრებინებთ, რომ მან ეს პოტენციალი დაკარგა. სინამდვილეში ასე არ არის. პოტენციალი ყველა მამაკაცშია, ვიდრე ცოცხალია.
სითბოთი, მზრუნველობითა და სიყვარულით, სექსით, ქალი საყვარელ მამაკაცს ენერგიით ავსებს, მამაკაცი კი ამ ენერგიას ააღორძინებს, წარმატებად და სიმდიდრედ გადააქცევს.

ქალს ბუნებით წილად ხვდა - იარსებოს, იცხოვროს, გაახაროს, უყვარდეს.

მამაკაცს კი - იმოქმედოს, მიაღწიოს, გაიმარჯვოს.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS