1. გააშრეთ ან გაწელეთ ფეხსაცმელი
თუ ფეხსაცმელი გარეცხეთ და გარეთ გასვლა გეჩქარებათ, ფენის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ მისი გაშრობა. ასევე, თუ ახალი ფეხსაცმელი ფეხს გტკენთ, ჩაიცვით და ცხელი ჰაერი მიუშვირეთ. ის გაიწევს და დისკომფორტიც გაქრება.
2. მოაშორეთ საღეჭი რეზინა
თუ შემთხვევით საღეჭი რეზინა თქვენს სამოსზე ან ხალიჩაზე აღმოაჩინეთ, მის მოშორებაში ფენი დაგეხმარებათ. საღეჭი რეზინისკენ
3. დაადნეთ საკვები
თუ გაყინული ხორცის მაცივრიდან გამოღება დაგავიწყდათ, არა და სტუმრები მალე მოვლენ, შეგიძლიათ, ფენი დაიხმაროთ. ის ნებისმიერ გაყინულ პროდუქტს ადვილად გაალღობს. თუ საყინულეში უძველესი საოჯახო ნაყინი აღმოაჩინეთ და თავსახურს ვერ ხსნით, ფენის გამოყენება ამ შემთხვევაშიც ჭკვიანური იქნება.
4. მოაშორეთ სტიკერი

ფენი ნებისმიერი სახის ზედაპირიდან მოაშორებს სტიკერს. თუ თინეიჯერობისას შეცდომა დაუშვით და მაცივარი ან რომელიმე ტექნიკა „დაამახინჯეთ" ან თქვენმა შვილებმა „იყოჩაღეს," ჰაერის ინტენსიური ნაკადი შეცდომას გამოასწორებს. ფენი ხელში 30-45 წამი გეჭიროთ.
5. გაწმინდავთ კლავიატურას
ზოგიერთ ადამიანს კომპიუტერთან ჭამა უყვარს. ეს საშინელი ჩვევა კლავიატურას აბინძურებს. თუ თქვენც კომპიუტერთან სადილობთ, ან სუსნაობთ ხოლმე, ფენის დახმარებით ნამცეცებს ადვილად მოაშორებთ.
რადა მახარაძე