1. მოწინააღმდეგეს საშუალება არ მისცეთ მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ
ჩხუბში ის იმარჯვებს, ვინც ცივი გონებით მოქმედებს. ფიზიკურ შეურაცხყოფამდე ადამიანები ხშირად ერთმანეთს ემუქრებიან. მაგალითად, „თმით გითხრევ და თავს ასფალტზე გარტყმევინებ," ან „აგკუწავ და გაჩენის დღეს გაწყევლინებ." მოწინააღმდეგის სიტყვებს ნუ აყვებით, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მას თქვენი ეშინია. რომ არ ეშინოდეს უსიტყვოდაც დაგარტყამდათ .
2. ამაყად დაიჭირეთ თავი
3. დაივიწყე ბოევიკები

ბოევიკებში ასახული ბრძოლა რადიკალურად განსხვავდება რეალური ჩხუბისგან. გახსოვდეთ „ომში ყველა საშუალება გამართლებულია."
თუ მოწინააღმდეგე ნაკლებად ძლიერია, დიდი ალბათობით ცივ იარაღს მოიშველიებს. თუ დანა ან თოფი არ აქვს, სხვა საშუალებას იპოვის.
თუ მოწინააღმდეგე თქვენზე მაღალი და კუნთიანია, არ შეშინდეთ. „ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა." გამოიყენეთ ყველა ნივთი, რომელიც სიალხოვესაა და თავი დაიცავით. შეიძლება ეს ბოთლი, ქვა ან ჯოხი იყოს.
4. არაფერი დაუშავოთ საკუთარ თავს
მოწინააღმდეგეს თავს იმდენად ძლიერად ნუ დაარტყამთ, რომ სისხლი თავადაც წამოგივიდეთ, ან ტვინის შერყევა მიიღოთ. თუ კარატეზე არ დადიოდით, ან რომელიმე საბრძოლო ხელოვნებას არ ფლობთ, ნუ ჩაატარებთ საშიშ ექსპერიმენტებს.
5. იცოდეთ, რომ ქუჩის ბრძოლა უსამართლოა
შეიძლება არაფერი დაგიშავებიათ, მაგრამ თქვენი სიმართლე ვერ დაამტკიცოთ. თუ თქვენ მარტო ხართ, მოწინააღმდეგეს კი სამეგობრო ახლავს თან, გემრიელად გცემენ და ამით გაერთობიან. ამ დროს გაქცევა გამართლებულია...
ანდრეა ნარიანი