ჩატარდა ახალი კვლევა, რომლის თანახმად შავი სამოსი გაიძულებთ, უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, იყოთ მეტად ჭკვიანები და საკუთარ თავში დარწმუნებული.
მეცნიერებმა 1000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს იმისთვის, რომ ზუსტად გაეგოთ, რასთან ასოცირდება მათთვის გარკვეული ფერები.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ვინც შავ ტანსაცმელს ატარებდა გაცილებით სექსუალურად, მიმზიდველად და ჭკვიანურად გამოიყურება.
ქალების 66% ამბობს, რომ მათ თვალში შავებში გამოწყობილი მამაკაცი ბევრად მიმზიდველია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის, შავი ფერი ლიდერის პოზიციას იკავებს.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოპულარულ ფერებს შორის წითელი მეორე ადგილზეა და თავდაჯერებულ პიროვნებასთან ასოცირდება.
რესპონდენტების 12% წითელ ფერს ირჩევს, როგორც ინტელექტუალურ ფერს, მაგრამ უმრავლესობისთვის მაინც ქედმაღლობას უკავშირდება.
პენი ლეინი