06 იანვარი, 2016
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ დაქალს თქვენი შეყვარებული მოსწონს?
ვერ ვიტყვი, რომ მეგობრობა არ არსებობს, მაგრამ თამამად შემიძლია დავწერო, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა ერთგულება არ იცის. გოგონებო, არ ღირს თქვენი დაქალი და შეყვარებული ერთმანეთთან დაახლოვოთ, რადგან გარანტია არ გაქვთ, რომ ერთ დღეს საშინელი სცენის შემსწრე არ გახდებით ან კაცი ქორწილიდან თქვენს მეჯვარესთან ერთად არ გაიქცევა. გთავაზობთ დაქალის განზრახვის/გრძნობის ამოცნობის ხერხებს. თქვენს საუკეთესო მეგობარს თქვენი ბიჭი მოსწონს თუ ის...

1. არაადეკვატურად იცინის კაცის ხუმრობებზე

შეიძლება შენი შეყვარებული ენამახვილი იუმორით არ გამოირჩევა და მისი ანეგდოტები მოძველებულია, მაგრამ
შენი დაქალი მაინც ცრემლებამდე იცინის მისი მოსმენისას. ასე მხოლოდ ის გოგო იქცევა, რომელსაც ბიჭი მოსწონს.

2. რეგულარულად წერს ან ურეკავს შენს შეყვარებულს

თუ გგონია, რომ სოციალურ ქსელში შენი მეგობრისა და შეყვარებულის ყოველდღიური ან ხშირი მიმოწერა ნორმალურია, ცდები! თუ დაქალს მიზეზი არ ელევა კაცთან კომუნიკაციისთვის, ადვილი მისახვედრია რომ მოსწონს.

3. ცდილობს, თქვენს შეყვარებულთან განმარტოვდეს

მაგალითად, სთხოვს მაღაზიაში გაყვეს და პროდუქტების მოტანაში დაეხმაროს ან ურეკავს და უყვება, რომ სახლში ონკანი გაუფუჭდა. ცდილობს, თქვენ თავიდან მოგიშოროთ.

4. თქვენს შეყვარებულს რჩევებს ეკითხება
ძალიან აინტერესებს მისი აზრი ყველა საკითხთან დაკავშირებით. ეკითხება რა ჩაიცვას, უხდება თუ არა ახალი კაბა ან ვარცხნილობა. უყვება არარსებული ბიჭის შესახებ და ეკითხება, დაკავდნენ თუ არა სექსით.

5. კამათისას კაცის მხარეს იჭერს
თუ თქვენ და თქვენი შეყვარებული იჩხუბებთ, მუდამ მის მხარესაა და ამტკიცებს, რომ თქვენ შეცდით.

სტატიის ბოლოს დავძენ, რომ ასეთი დაქალისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. თუმცა ალბათ ამას თავადაც ხვდებით...

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS