06 იანვარი, 2016
როგორ გატყუებენ რესტორნებში მენიუს საშუალებით
ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ სწორად შედგენილმა მენიუმ შეიძლება ადამიანს ბევრი ფული დაახარჯინოს და რესტორნის მოგება გაზარდოს. სტატიაში გთავაზობთ რესტორნების ეშმაკურ ხრიკებს, რომლის მეშვეობითაც თქვენს ჯიბეს აცარიელებენ.

1. გაბნევენ

მენიუს შემადგენელი ჯგუფი ფსიქოლოგიურ ფაქტორს ითვალისწინებს და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. რაც უფრო მეტი კერძია მოცემული ჩამონათვალში, მით უფრო გიჭირთ არჩევანის გაკეთება, გეშინიათ, არ შეცდეთ. მიუხედავად ამისა ხშირ შემთხვევაში მაინც თქვენთვის ნაკლებად მომგებიან კერძს უკვეთავთ. ძვირს და მცირე ზომის პორციას. ასევე მენიუ გზღუდავთ, თუ ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა რ
ისი მირთმევა სურს, ის აუცილებლად აიღებს კერძს რომელიც ადრე გაუსინჯავს.
8 способов обмана в ресторанах с помощью меню
2. მენიუში კერძების ფოტოებია მოცემული

კვლევამ აჩვენა, რომ ილუსტრაციებით გაწყობილ საკვებს სამჯერ უფრო ხშირად ყიდულობენ, ვიდრე დანარჩენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოზე ასახული საჭმელი რეალობას არ ემთხვევა ხოლმე და მომხმარებელი იმედგაცრუებული რჩება.

3. თამაშობენ ფასებით

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ კერძების უმეტესობა პირობითად 5,99 ან 7,98 ლარი ღირს. ჩვენს ტვინს 5,99 უფრო მისაღებ ფასად ეჩვენება ვიდრე 6. რეალურად დანახარჯი იგივეა.

4. ატყუებენ თქვენს ლოგიკას

მენიუს თავში მოცემულია ძვირიანი საკვები, მაგალითად ლობსტერი რომელიც 150 ლარი ღირს, მის ფონზე სხვა კერძი, თუნდაც 70 ლარიანი, ძვირად აღარ გეჩვენებათ.

5. ცდილობენ, ნოსტალგია შემოგაწვეთ

საჭმლის გემომ შეიძლება ბავშვობა მოგაგონოთ, სწორედ ამიტომ რესტორნები გთავაზობენ ძველი რეცეპტით დამზადებულ დესერტს და გიქმნიან მყუდრო გარემოს.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS