06 იანვარი, 2016
ყველაზე უჩვეულო საშობაო ტრადიციები - როგორ აღნიშნავენ შობას სხვადასხვა ქვეყნებში
შობა სიჩუმეში შემოაბიჯებს. დღესასწაულის მოახლოებისას სრული სიწყნარე ისადგურებს. მაღაზიებში წყდება დაუსრულებელი რიგები, ცარიელდება ქუჩები. ადამიანები საღამოს გატარებას ოჯახურ გარემოში ცდილობენ. თუ შობის გატარებას თქვენც ოჯახში აპირებთ, გთავაზობთ ვირტუალური მოგზაურობის განხორციელებას მსოფლიოს გარშემო - გაიგეთ რით განსხვავდება შობის დღესასწაული სხვადასხვა ქვეყნებში. შესაძლოა პასუხიც იპოვოთ, როგორ გაუკეთოთ ორიგინალური საჩუქრები ბავშვებსა და ახლობლებს.

სადღესასწაულო განწობა ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ ნოემბერში, დღესასწაულამდე კარგა ხნით ადრე იქმნება. დგამენ საახალწლო ნაძვის ხეებს, მუსიკა, სიცილი, მხიარულება, არ წყდება სადღესასწაულო საყიდლებზე მიმოსვლა, ეწყობა
საბავშვო ატრაქციონები. ყოველი სახლის მაგიდაზე დგამენ ქრისტიანულ გვირგვინს, რაც წმინდა დღესასწაულის მოლოდინის სიმბოლოა.

როგორ აღნიშნავენ შობას გერმანიაში
рождество в разных странах мира: самые необычные традиции фото 2
ვიდრე მშვიდი საშობაო საღამო დადგებოდეს, მთელი თვე გამოცოცხლებას ეთმობა, ამ ყველაფრის ცენტრი კი გერმანიის ყოველი საშობაო ბაზარია. სწორედ აქ, საჩუქრების შერჩევა პატარა დღესასწაულად გადაიქცევა, ორცხობილა კი უჩვეულოდ გემრიელი მოგეჩვენებათ. გერმანიის საუკეთესო ბაზრები კი სტუმრებს ატრაქციონებით, კონცერტებითა და თეატრალური დადგმებით ახარებს.

შობა ინგლისში - ტრადიციები

рождество в разных странах мира: самые необычные традиции фото 3
შობის მოლოდინში ინგლისში რაღა თქმა უნდა პირველ რიგში ნაძვის ხეს რთავენ. თუმცა შობის ღამის მთავარი მოვლენები ბუხარს უკავშირდება, ამიტომ მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. მოსართავად გამოიყენებენ ფითრს, ბაძგსა და სუროს. ბუხარზე ჩამოკიდებენ წინდებს, რომელშიც სანტა საჩუქრებს მოათავსებს.
როცა ინგლისში შობის ღამეს სუფრას მიუსხდებიან, ასრულებენ არა მარტო საშობაო ჰიმს და მიირთმევენ, არამედ ერთმანეთს წინასწარ მომზადებულ სახუმარო შეკითხვებს უსმევენ და სახალისო პასუხებს ელიან.

ჩეხეთი
ჩეხი ბავშვები დღესასწაულის მოსვლამდე, ჯერ კიდევ 6 დეკემბერს იწყებენ პირველი საჩუქრების გაცვლას. გოგო-ბიჭები ეროვნულ სამოსში გამოწყობილები, მეზობლებს ეწვევიან და ტკბილეულს თხოვენ.
სადღესასწაულოდ ჩეხები აუცილებლად რთავენ ნაძვის ხეს , მაგრამ არა მოჭრილს, არამედ ქოთანში გაზრდილს. აქ შობის ღამეს ნაძვის ხის ძირას საჩუქრებს სანტა კლაუსის ნაცვლად იესო დებს. рождество в разных странах мира: самые необычные традиции
კიდევ ერთი საშობაო ტრადიცია - საშობაო დღესასწაულზე პრაღა თოვლით უნდა იყოს დაფარული. ამინდზე ზემოქმედება სამწუხაროდ არ შეიძლება, მაგრამ ამ ქალაქს ნებისმიერი "სამოსი" უხდება.

ვინ ჩუქნის საჩუქრებს ესპანელ ბავშვებს
ესპანეთის თბილ ამინდებში სანტა თავს არაკომფორტულად იგრძნობდა, ამიტომ ბავშვები პაპი ნოელის მოსვლას ელოდებიან. საშობაოდ ბავშვები ფანჯარაზე ფერად წინდებს კიდებენ, რომელშიც კეთილი ჯადოქარი საჩუქარს ტოვებს.

ამერიკა
დღესასწაულის დამახასიათებელი ნაწილია - მისალოცი ბარათების გაცვლა. ათობით მიღებული ბარათებით სახლის მორთვაც კი შეიძლაბა, თუმცა ამერიკაში საშობაოდ სახლს ისედაც განსაკუთრებული დეკორით რთავენ. სახლში საუკეთესო ადგილი ქსოვილის ფეხსაცმელს ენიჭება, რომელშიც სანტა კლაუსი საჩუქრებს ჩაალაგებს. აღსანიშნავია, რომ სანტას ამერიკაში ფინლანდიაზე არანაკლებ ყურადღებას უთმობენ.
ამერეკელები სუფრას არა საღამოს კაბებით, არამედ საშობაო სვიტერში ან საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილები მიუსხდებიან.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS